close
რქეოლოგიასოფლიო

მეცნიერებმა დინოზავრის ზუსტი მოდელი შექმნეს

1539618498

იმის წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ ადვილი სულაც არ არის. სამეცნიერო მეთოდების განვითარებასთან ერთად ჩვენი წარმოდგენები დინოზავრების შესახედაობაზე ნელ-ნელა უმჯობესდება. ახლა კი მეცნიერებმა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ტირანოზავრის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე დეტალური მოდელი შექმნეს.

ახალ პროექტში მონაწილეობა ხელოვანებისა და პალეონტოლოგების გუნდმა მიიღო. მათ დინოზავრის მოდელის თითოეული ფენა მაქსიმალური სიზუსტით შექმნეს, მიღებული შედეგი კი საზოგადოებაში გავრცელებული წარმოსახვისგან საკმაოდ შორსაა.

შექმნილი მოდელი მასიური და სქელია, მისი კანი ერთგვაროვანია, წინა კიდურები კი უმნიშვნელოა. ყველაზე დიდი სხვაობა ბუმბულების არარსებობაა, ერთ-ერთი ბოლო კვლევის საფუძველზე მეცნიერები თვლიან, რომ სხვა დინოზავრებისგან განსხვავებით ტირანოზავრს ბუმბულები არ ჰქონდა.

“გუნდმა პროექტზე თვეების განმავლობაში იმუშავა, რათა კუნთები და კანქვეშ არსებული სტრუქტურები მაქსიმალურად ზუსტად გამოესახათ. აღნიშნული მოდელი ყველაზე დეტალურია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა,” – აცხადებს ერთ-ერთი პალეობიოლოგი.

შექმნილი ვიზუალიზაციები ნიუ-მექსიკოს სამეცნიერო მუზეუმში გამოიფინება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნამუშევარში ბევრი რამ ვარაუდზეა დაფუძნებული, მეცნიერები აცხადებენ, რომ პროცესში მათ არსებული ფაქტობრივი მასალა მაქსიმალურად გამოიყენეს.

“დაგროვილ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო : on.ge 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი