close
დედამიწა

მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო შესაძლოა სატელიტური მეტეოროლოგისტების ჯგუფის დახმარებით საბოლოოდ ამოიხსნას.

მეცნიერები ამაოდ ცდილობენ გაარკვიონ ათწლეულების განმავლობაში მაიამის, პუერტო რიკოსა და ბერმუდს შორის  500, 000 კვადრატული მეტრი ფართობის რადიუსში მომხდარი გაუჩინარებები. ამბობენ, რომ ბერმუდის სამკუთხედმა ბოლო ასი წლის განმავლობაში სულ ცოტა 1 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ასობით საზღვაო ინციდენტი შესაძლოა ექვსკუთხა ღრუბლებისგან წარმოქმნილი „საჰაერო ბომბები“ იყოს. მათი მტკიცებით,  ქარიშხალი იმდენად ძლიერია, რომ გემებსა და თვითმფრინავებს მომენტალურად ზღვაში ძირავს.

კვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ ფართომასშტაბიანი ღრუბლები კუნძულ ბერმუდის დასავლეთით ხვდება. მათ რადარის სატელიტები გამოიყენეს, რათა გაეზომათ, თუ რა ხდებოდა უჩვეულო ღრუბლების ქვეშ და აღმოაჩინეს, რომ ზღვის დონის ქარიც სახიფათო სიჩქარეს აღწევდა, რის შედეგადაც მაღალი ტალღები წარმოიქმნებოდა.

მეტეოროლოგისტი რენდი ქერვენი აცხადებს, რომ ექვსკუთხა ფორმის ღრუბლები „ საჰაერო ბომბებია“, ისინი ჰაერში ფეთქდებიან და შემდეგ ოკეანეს ეცემიან.

ეს გარემო ფაქტორები ტალღებს წარმოქმნის, რომელიც ზოგჯერ მასიურია და ურთიერთქმედებას იწყებენ.

სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.

ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი 1492 წელს. მისი გემის — სანტა-მარიას ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ყოველი გაუგებარი მოვლენა მეზღვაურთა შორის იწვევდა შიშს. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა შეიძინა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია.

 

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

აღნიშნულ არეალში ყოველწლიურად დაახლოებით 4 თვითმფრინავი და 20 გემი იკარგება.

წყარო:.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0