close
მედიცინა

მედიკოსები: ანტიბიოტიკები არაეფექტური ხდება. რით ჩაანაცვლებენ მათ?

ქვეყანა “პოსტანტიბიოტიკის” ეპოქის ზღვარზეა, რომელშიც ინფექციებს მხოლოდ სუფთა ჰაერით და მზით განკურნავენ, ამის შესახებ ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა.

დეიმ სალი დევისის განცხადებით, ის განსაკუთრებით შეშფოთებულია გონორეის არასტაბილური შტამების გავრცელების გამო, რომლებიც  ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე თანდათან იზრდება.

იგი ასევე შეშფოთებულია ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების წარმოქმნის გამო, რომლებსაც ანტიბიოტიკებზე რეაგირება არ აქვთ.

მისი თქმით, თუ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელება გრძელდება, ეს 2050 წლისთვის 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. რეზისტენტული დაავადებები ანტიბიოტიკების გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე ათწლეულში გაჩნდა.

შარშან ყოფილმა კანცლერმა ჯორჯ ოზბორნმა განაცხადა, რომ რეზისტენტული დაავადებები კაცობრიობას უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე კიბო.

„თუკი ვერ მოვიგებთ ბრძოლას მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ, მოგვიწევს სუფთა ჰაერზე, მზის სხივებსა და ჰიგიენისკენ დაბრუნება. თუ ი საბოლოო ჯამში შტამები ყველა ანტიბიოტიკას მიმართ რეზისტენტულად იქცევიან, მოგვიწევს მკურნალობის მოძველებული მეთოდებისკენ დაბრუნება – ეს კი ძალიან ცუდად ჟღერს. მაგალითად, შესაძლოა მედიკოებს ბაქტერიების ჩამოსარეცხად ვერცხლისწყლისა და იოდის გამოყენება მოუხდეთ, ან დაავადების მოკვლის იმედით ავადმყოფი 43 გრადუსამდე გაცხელებულ ყუთში ჩასვან,“ –  განაცხადა დეიმ სალი დევისმა ლონდონში გამართულ ჯანდაცვის კონფერენციაზე. “1932 წელს ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს სუფთა ჰაერითა და მზით მკურნალობდნენ – ეს იყო საუკეთესო საშუალება მაშინ. თუმცა, ჩვენი შვილიშვილებისთვის ეს მეთოდი ეფექტური არ იქნება, ამიტომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,“ –  დასძინა მან.

რეზისტენტული ბაქტერიების ზრდა ნაწილობრივ ანტიბიოტიკების ძალიან ხშირად გამოყენებამ განაპირობა. ექიმებს მოუწოდეს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება შეამცირონ. ამის შედეგად, შარშან ანტიბიოტიკების გამოწერა 7 პროცენტით შემცირდა.

2015/16 წლებში ანტიბიოტიკების 34.3 მილიონი რეცეპტი გაიცა, 2014/15 წლებში კი – 37 მილიონი.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld