close
კოლოგია

„მაკდონალდსსა“ და „ბურგერ კინგს“ პლასტმასის სათამაშოებზე უარის თქმა სურთ

0003190_-1-4-64273_360

სარესტორნო გლობალური ქსელი „მაკდონალდსი” და ბურგერების რესტორანი „ბურგერ კინგი“ პლასტმასის საბავშვო სათამაშოების  გამოყენებაზე უარის თქმას აპირებენ.

კომპანიების განცხადებით, ისინი ამ გზით პლასტმასის მავნე ზემოქმედებისგან გარემოს დაცვას შეეცდებიან.

„ბურგერ კინგის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ბავშვთა მენიუდან პლასტმასის სათამაშოების ამოღება პირველ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში არსებულ ბურგერის რესტორნებში განხორციელდება, რითაც, კომპანიის შეფასებით, ამ გზით ისინი ყოველ წელს 320 ტონა პლასტმასის ნარჩენებს ააცილებენ გარემოს.

„ბურგერ კინგი“ აცხადებს, რომ პლასტმასის სათამაშების გამოყენების შეწყვეტას ქსელი მსოფლიოს  ყველა რესტორანში 2025 წლისთვის გეგმავს.

„მაკდონალდსის“ მომხმარებელს კი მომავალი თვიდან „ჰეფი მილზის“  სათამაშოების  ხილში, მომავალი წლიდან კი – წიგნში გადაცვლის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველ წელს „მაკდონადლის“ 1,2 მილიარდი სათამაშო იყიდება. სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პლასტმასის სათამაშოების ჩანაცვლება სურთ, თუმცა „ჰეფი მილი“ მომხმარებლებში ძალიან პოპულარული პროდუქტია და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

„მაკდონალდსი“ ასევე აცხადებს, რომ 2025 წლისთვის რესტორნებში მხოლოდ განახლებადი და გადამამუშავებადი მასალები იქნება გამოყენებული.

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2