close
მსოფლიო

„მაკდონალდსმა“ ირლანდიელ კონკურენტთან პროცესი წააგო

ირლანდიის სწრაფი კვების კომპანიამ „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ პროცესი მოიგო და ამით  სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელს ევროპაში რიგ შემთხვევაში ტერმინების  “Big Mac”-ისა და “Mc”-ის დაპატენტების შესაძლებლობა შეუზღუდა.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა დაადგინა, რომ „მაკდონალდს“  “Big Mac”-ის ბურგერის ან რესტორნის სახელწოდებად გამოყენების უფლება დამტკიცებული არ აქვს.

ირლანდიის ქალაქ გოლვეიში დაფუძნებულმა სწრაფი კვების კომპანია „სუპერმაკმა“ განაცხადა, რომ ამ პროცესის მოგებით „გახსნა კარი“ თავისი ბრენდის ევროპაში  რეგისტრაციისთვის.

„ეს მაკ ბულინგის დასასრულია,“ ასეთი შეფასება მისცა ფაქტს კომპანიის დირექტორმა.

დავა „მაკდონალდსა“  და „სუპერმაკს“ შორის მაშინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ოპერაციების გაფართოება სცადა, თუმცა მას ხელი შეეშალა იმის გამო, რომ „მაკდონალდსთან“ „სუპერმაკისა“ და „ბიგ მაკის“ სახელების მსგავსებასთან დაკავშირებული ბრძოლა  წააგო.

თუმცა კომპანია „სუპერმაკი“ არ დანებდა. ის, რომ „მაკდონალდს“ უფრო დიდი ჯიბე აქვს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ადგილის დამკვიდრებისთვის არ ვიბრძოლებთ. წლებია ვამტკიცებთ, რომ ისინი სავაჭრო ნიშანს უკანონოდ იყენებენ,“ განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა პეტ მაკდონამ.

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0