close
მედიცინასოციოლოგია

კიბო არაა ყველაზე საშიში და გავრცელებული დაავადება

 

  სოციოლოგების გამოკითხვის თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად კიბოსი ეშინიათ.

შეუქცევადობა, გარდაუვალი სიკვდილი – ამ და ბევრ სხვა ასოციაციას იწვევს ეს დაავადება, თუმცა, დიდი ხანია ეს ასე აღარ არის, რადგანაც ონკოლოგიურ დაავადებებს  წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლძარღვთა დაავადებაზე მოდის, ხოლო კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, დაახლოებით, 17%-ია.

ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით, თუკი კაცობრიობა კიბოს წამალს გამოიგონებს, მოსახლეობის  საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ჭარბი წონის პრობლემა გადაწყდება,  ადამიანები 4 წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ. როგორც ჩანს, კიბო არცთუ ისე საშიში დაავადებაა, როგორც წარმოგვიდგენია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს, მაგრამ ონკოლოგიური ისტებლიშმენტი უმალავს მას საზოგადოეას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა ხომ ძალიან ძვირი ჯდება?! თუმცა, არ არსებობს არავითარი შეთქმულება, ისევე, როგორც, არ არსებობს კიბოს უნიევრსალური წამალი. ეს დასახელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს. ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრდის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყველას თავისებური მკურნალობა ესაჭიროება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response