close
რობოტექნიკა

ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი დაამარცხა

Google- ის კომპიუტერულმა პროგრამა Alpha Go-მ ოთხშაბათს კომპლექსური თამაშის Go-ს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლი სედოლი დაამარცხა.

18 საერთაშორისო ტიტულის მფლობელი სამხრეთ კორეელი მოთამაშე დამარცხდა მატჩში, რომელიც  YouTube -ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

,,ჩვენ მთვარეზე დასხომა მოვახერხეთ,” განაცხადა დემისჰასაბისმა, რომელიც Google-ის შვილობილი კომპანია DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. პროგრამა AlphaGo სწორედ DeepMind-ის სპეციალისტების მიერაა შექმნილი.  ტვიტერზე ჰასაბისმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა : „ჩვენი გუნდი ძალიან ამაყობს ამით“.

უძველესი ჩინური თამაშის Go-ს მოსაგებად ოქტომბერში მეცნიერებმა სპეციალური სისტემა AlphaGo შეიქმნეს, რომელშიც საძიებო სისტემის გაფართოებული სისტემა და რთული ნეირონული ქსელი გამოიყენება. სისტემის შექმნის შემდეგ, მრავალი ცდა ჩაატარეს, რომლის საშუალებითაც  30 მილიონზე მეტი მოთამაშის მოქმედება გაანალიზდა, რის შედეგადაც, ამ ეტაპზე AlphaGo-ს ადამიანის სტრატეგიის 57%-ის პროგნოზირება შეუძლია. სისტემის წარმატების მტკიცებულებად, ევროპის სამგზის ჩემპიონთან – ფან ჰუისთან თამაში იქცა, – AlphaGo-მ, გამართული 5 თამაშიდან, ხუთივე მოიგო.

რაც შეეხება ლი სედოლს, იგი პროგრამის მთავარი გამოწვევა იყო, თუმცა, როგორცა ჩანს, AlphaGoამ უძლიერეს მეტოქესაც იოლად ჩამოიშორებს.

რაც შეეხება ლის, იგი აცხადებს, რომ გაოცებულია თავისი მარცხით. „არ მეგონა, რომ AlphaGo-ს ასე სრულყოფილად თამაში შეეზლო, მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი შემქნელი პროგრამისტების მიმართ,“ – განახადა ლიმ.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამატ რაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0