close
მსოფლიო

კალიფორნიის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

კალიფორნიის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი.

ხანძრის გამო ევაკუირებულია 250,000 ადამიანი. ძლიერი ქარის გამო არსებობს ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება, რის გამოც შტატის გუბერნატორმა ჯეიმს ბრაუნმა ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს major disaster-ის მდგომარეობის გამოცხადებას თხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატასტროფასთან გასამკლავებლად დამატებითი თანხებია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ხანძრების მიზეზი ტყის ცუდი მენეჯმენტია და კალიფორნიას ბიუჯეტის შემცირებით დაემუქრა.

შტატის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხანძრის სამი ძირითადი კერაა. ერთ-ერთი მათგანი მალიბუსთან ახლოსაა, სადაც სელებრითების სახლები მდებარეობს. განადგურებულია ლედი გაგას, კიმ კარდაშიანის, ორნალდო ბლუმის, ჯესიკა სიმფსონის და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები.

ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები ქალაქ Paradise-ს დაახლოებით 6,700 დამწვარი სახლისა და ოფისისგან ასუფთავებენ. ქალაქის მერმა დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დასახლებული რაინოს დაახლოებით 90 პროცენტი განადგურებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი, რომლის შედეგად დაახლოებით 44,000 ჰექტარია დამწვარი, შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია.
წყარო : BBC

მასალა მოამზადა თამარტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0