close
ბიზნესიეს საინტერესოა

იტალიაში ბანკის თანამშრომლებს თავიანთი შინაური ცხოველების სამსახურში მიყვანის ნება დართეს

მილანში მდებარე ბანკის, Unicredit-ის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა პროექტი “ძაღლები სამსახურში”.  ექსპერიმენტის ფარგლებში ოფისის თანამშრომლებს ნება დართეს, თავიანთი შინაური ცხოველები სამსახურში მიყვანათ. ამის შესახებ წერს გამოცემა “Corriere della Sera”-ი.

ბანკის შენობის მეოთხე სართულზე მოაწყვეს სპეციალური ოთახი, სადაც თანამშრომლებს თავიანთ ძაღლებთან ერთად მუშაობა შეეძლებათ.  ადგილი აღჭურვილია ცხოველისთვის ყველა საჭირო ინვენტარით.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხფეხა მეგობრების პატრონები ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მუშაობის პირობები საკმაოდ მკაცრია. ცხოველთა მფლობელები ვალდებულნი არიან, აკონტროლონ, რომ ძაღლები მუდმივად საბელზე იყვნენ, არ მიუახლოვდნენ სასადილო ოთახს, ტუალეტსა და შეხვედრების ოთახს. ასევე, მათთვის გათვალისწინებულია ცალკე ლიფტი, რათა ალერგიულ და ცხოველებზე ფობიურად შეშინებულ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ.

პროექტის მთავარი იდეა – კოლექტივში შეამციროს სტრესი და სამუშაო გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს. გარდა ამისა – აამაღლოს მუშაობის პროდუქტიულობა და სოციალიზაცია.

ბანკის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ თანამშრომლები პროექტს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ამჟამად ბანკის 35 თანამშრომელი, რომლებსაც ძაღლი ჰყავთ, უკვე სტუმრობენ სპეციალურად გამოყოფილ ოთახებს, ხოლო ასამდე კოლეგა თავის რიგს ელოდება.

ცნობილია, რომ მსგავსი ექსპერიმენტი კომპანია “Purina”-ს შენობაშიც ჩატარდა. ეს კომპანია ცხოველების საკვებს აწარმოებს.

წყარო : zooclub.ambebi.ge

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0