close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ინდოეთში უიშვიათესი, განუკურნებელი დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს

უიშვიათესი, სასიკვდილო დაავადების – ნიპას (Nipah) ვირუსის გავრცელების შედეგად, სამხრეთ ინდოეთში, ულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი -ჰოსპიტალიზებულია.

ნიპა სასიკვდილო დაავადებად მიიჩნევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ღამურებიდან სხვა სახეობაზე, მათ შორის, ადამიანზე გადადის.

დაავადება ჯერჯერობით განუკურნებელია და ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი აქვს. არსებული სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებული ადამიანების 40-75 პროცენტისთვის დაავადება ლეტალური აღმოჩნდა.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ნიპას სასიკვდილო პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპას სასწრაფოდ გამოსაკვლევ პრიორიტეტად მიიჩნევს.

გარდაცვლილი ცხრა ადამიანიდან სამში ნიპას ვირუსის არსებობა დადასტურდა, დანარჩენი ექვსის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვირუსი ნიპა

ნიპამ თავდაპირველად მალაიზიაში 1998 წელს იჩინა თავი. დაავადებით, რომელიც, რომელიც ენცეფალიტს ანუ თავის ტვინის ანთებას იწვევს, მაშინ 265 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 105 გარდაიცვალა.

თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ ვირუსი ღორიდან ადამიანს, შემდეგ კი -ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.

ბოლო დროის შემთხვევებმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბუნებრივი წყარო ხილის ღამურები გახლავთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ღამურებით დასნებოვნებული პალმის წვენის დალევის შედეგად დაავადნენ.

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანების სახლებში ღამურებისგან დაღრღნილი მანგო აღმოაჩინეს.

ნიპას სიმპტომები მრავალფეროვანია. ბევრი პაციენტს აღენიშნება ცხელება და თავის ტკივილი, რასაც მოჰყვა ძილიანობა და არეულობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა რესპირატორული გრიპის მსგავსი სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევებში კი – სიმპტომები ერთ -ორ დღეში კომით დასრულდა.

ნიპას  გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინფექცია დაავადებული ადამიანის ნერწყვით ვრცელდება.

ამჟამად კი, პრიორიტეტი დარჩენილი შემთხვევების გამოკვლევაა, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა დაავადების გავრცელების საშიშროება.

 

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response