close
ედამიწა

ჰარამბეს სკანდალი გრძლედება: ზოოპარკის ადმინისტრაციამ…

9

ამერიკის ქალაქ ცინცინატის ზოოპარკის ადმინისტრაციამ პატარა ბიჭის გადასარჩენად ლიკვიდირებული გორილას სპერმის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო იმ იმედით, რომ ჰარამბეს სიკვდილის შემდეგ მისი შთამომავლები გაჩნდებიან.
თუმცა, აშშ ოფიციალური ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ზოოპარკში ცხოველების შეჯვარებას, აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა დასავლეთის დაბლობის გორილას სპერმამ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების „გაყინულ ზოოპარკში“ წვლილი შეიტანოს.
„ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ მომავალში გამოყენების ან სამეცნიერო კვლევების მიზნით დაკონსერვებული“, განაცხადა კრისტრინ ლუკასმა, რომელიც ზოოპარკებისა და აკვარიუმების გორილას სახეოებების გადარჩენის გეგმის ხელმძღვანელია.
აშშ ზოოპარკებში ამჟამად ჰარამბეს ჯიშის 350 გორილა ცხოვრობს, რაც სრულიად საკმარისია მათ გასამრავლებლად. რეპროდუქციული ასაკის მდედრ გორილებს ჰორმონალურ კონტრაცეპტივებსაც კი ასმევენ.
შეგახსენებთ, რომ ცინცინატის ზოოპარკის ადმინისტრაციამ 17 წლის ჰარამბეს ლიკვიდირების გადაწყვეტილება 4 წლის ბიჭუნას სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო, რომელიც გორილას გალიაში შემთხვევით ჩავარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ქალაქის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაიკითხა ბიჭუნას ოჯახიც.

წყარო: Reuters 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin