close
მსოფლიო

Google აუქმებს Google+ და ინფორმაციის წაშლას იწყებს

ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი მომხმარებელს Google+-ის დახურვის შესახებ შეტყობინებებს უგზავნის.

„18 დეკემბერს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 2019 წლის აპრილიდან Google+-ის დახურვის შესახებ. ამის მიზეზი კი სოციალური ქსელის მოხმარების შემცირება და ის გამოწვევებია, რამაც ხელი შეუშალა Google+-ს წარმატებასა და მომხმარებელთა მოლოდინების გამართლებაში,“ ნათქვამია Google-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 აპრილს, თქვენი Google+-ის ანგარიში დანებისმიერი თქვენს მიერ შექმნილი გვერდი დაიხურება. ვიწყებთ მომხმარებელთა Google+-ის ანგარიშების კონტენტის წაშლას, წაიშლება თქვენს Album Archive-შგანთავსებული ფოტო და ვიდეო მასალაც,“ აღნიშნულია შეტყობინებაში.

Google-ის ადმინისტრაცია ურჩევს მათ, ვისაც  Google+-ის ანგარიშის კონტენტის, ფოტოებისა და ვიდეობის დაკარგვა არ სურთ, აპრილამდე ჩამოტვირთონ და შეინახონ ისინი. Google+-ის ანგარიშების, გვერდების, კონტენტისა და ფოტო-ვიდეო მასალის წაშლის პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება, ამიტომ ამ ხნის მანძილზე შესაძლოა ზოგიერთმა მომხარებელმასაკუთარ ანგარიშზე ცვლილება ვერშენიშნოსს, თუმცა პროცესი ნამდვილად 2 აპრილიდან იწყება.

„4 თებერვლიდან კი შეუძლებელი იქნება Google+-ის ახალი პროფილების, გვერდების, ჯგუფებისა და ივენთების შექმნა,“ აცხადებს Google-ი.

Google-მა Google+-ის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალური ქსელიდან მომხმარებლებისპირადმა მონაცემებმა კიდევ ერთხელგაჟონა, რამაც 52,5 მილიონი მომხმარებელიდააზარალა. დეველოპერებისთვისხელმისაწვდომი გახდა მათი სახელები, ელექტრონული ფოსტები, ასაკი დაპროფესიები, იმის მიუხედავად, დახურულიჰქონდათ თუ არა Google+-ის პროფილი.

თავდაპირველად Google+-ის დახურვა 2019 წლის აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ტექნოლოგიურმა კომპანიამსოციალური ქსელის დახურვის თარიღად მიმდინარე წლის აპრილი დაასახელა.

 

გაზიარება:
fb-share-icon0