close
სტორიაულტურააქართველო

დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

დავით გარეჯი ევროპა ნოსტრა

დავით გარეჯიევროპა ნოსტრასსაფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა. აღნიშნულთან მიმართებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელიც დავით გარეჯის კომპლექისევროპა ნოსტრას“ „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამისსაბოლოო 7 ფინალისტ შორის მოხვედრას ეძღვნებოდა.

აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის შესახებ ბრიფინგზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა და ამ ძეგლის ნომინატორმა მაკა დვალიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, მეუფე დავითმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრეს.

მაკა დვალიშვილის განცხადებით, დავით გარეჯისევროპა ნოსტრას“ 7 ძეგლთა ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს მისი, როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო დონეზე აღიარებას, როგორც ისტორიული, კულტურული, ასევე სახელოვნებო კუთხით. მისივე თქმით, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ უნდა განახორციელოს.

„ამ მიზნით დაგეგმილია რამდენიმე ეტაპის სამუშაოების განხორციელება. პირველ ეტაპზე, საქართველოში მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტთა მისია ჩამოვა. ისინი შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ, ამაზე დაყრდნობით მოხდება დამატებით სახსრების მოძიება“, – განაცხადა მაკა დვალიშვილმა.

თავის მხრივ, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მარტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, არამედ მისი ლანდშაფტის დაცვასაც ითვალისწინებს.

„ჩვენ აპრილის თვეში ველოდებით „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტების ჩამოსვლას საქართველოში, რათა ძეგლის არსებული მდგომარეობა შეფასდეს. ექსპერტების მხრიდან განისაზღვრება სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები. ამის შემდეგ კი ,,ევროპა ნოსტრას” მხრიდან მოხდება თანხების მოძიება, როგორც ადგილობრივი ფონდებისა და კერძო პირების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო

დონეზე. კერძოდ, ამ პროცესში ჩართული იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ხარატიშვილმა.

 

წყარო: http://www.culture.gov.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid