close
ს საინტერესოაედიცინა

ჩინეთში გენეტიკურად მოდიფიცირებულ ტყუპს ნაადრევი სიკვდილი ემუქრება

shutterstock_389065483

ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენეტიკური მუტაცია სინამდვილეში სიცოცხლის მოგვიანებით ეტაპზე 21%-ით ზრდის სიკვდილის რისკს. საუბარია ჩინეთში 6 თვის წინ დაბადებულ ტყუპ დაზე, რომელთა გენებიც ჩინელმა მეცნიერმა ხე ციანკუიმ შეცვალა. ამ ექსპერიმენტის მიზანი აივიფენქციასთან მიმართებით ბავშვების იმუნური სისტემის მდგრადობა იყო. მეცნიერების მიერ ამ ბავშვებთან დაკავშირებით გამოთქმული ახალი მოსაზრება Science Daily-მ გამოაქვეყნა. 

მკვლევრებმა გააანალიზეს UK Biobank-ში დაცული 400 ათასი გენომი და აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუტანტური გენის CCR5-ის ორი ასლი აქვთ, 41-78 წლის ასაკში ნაადრევი სიკვდილის რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ერთი მუტანტური გენის მქონე ადამიანებს.

ამასთან ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ორმაგი მუტაცია ხელს უწყობს სიკვდილის რისკის ოთხჯერ ზრდას. 

ტყუპი გოგოების გენები, რომლებიც შემოდგომას დაიბადნენ, სპეციალური ტექნოლოგია CRISPRCas9ით დაარედაქტირეს, რომელიც საშუალებას იძლევა დნმ-ში იპოვო საჭირო გენი, შემდეგ წაშალო ან გადააკეთო ის. 

ტყუპებს დაურედაქტირეს ერთადერთი გენი CCR5, რომლის ცვლილება აივ ინფექციის რისკს შეამცირებს. ხე ციანკუი აცხადებდა, რომ გოგოები ნანა და ლულუ თავს კარგად გრძნობენ. 

ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრომ ხე ციანკუის განცხადების შემდეგ, ემბრიონის დნმ-ის ცვლილებასთან დაკავშირებით კვლევების შეჩერება ბრძანა. 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2