close
დედამიწა

ჩინეთი ნიადაგის დაბინძურების წინააღმდეგ ძალისხმევას აძლიერებს

ჩინეთმა ნიადაგის დაბინძურების წინააღდეგ საბრძოლველად ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
ჩინეთი მიზნად ისახავს 2020 წლისთვის მაქსიმალურად შეამციროს ნიადაგის დაბინძურება, ასევე დაასტაბილუროს და გააუმჯობესოს ნიადაგის ხარისხი 2030 წლისთვის.
ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.
გასულ წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნაში ნიადაგის დაბინძურება 16.1 პროცენტით აჭარბებს სახელმწიფო ლიმიტს. თუმცა მძიმე მეტალის ან ქიმიური დაბინძურების წინააღმდეგ მოქმედების განსახორციელებლად დიდი ხარჯია საჭირო, ამის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ კერძო კაპიტალის მოზიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც უფრო ინდუსტრიულად განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ნარჩენის წარმოქმნის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რისკი, ძირითად „დამაბინძურებლებს“ შორის აღსანიშნავია აშშ, ჩინეთი, ინდონეზია და ბრაზილია.
დაბინძურებული ჰაერი, ნიადაგი და წყალი კლიმატის ცვლილებას იწვევს, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება ადამანიათა დაავადებების რისკი, ეპიდემიები. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა იზრდება ყოველწლიურად რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას. მე-20 საუკუნეში დაფიქსირებული და ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების მიზეზად აღიარებულია ადამიანის საწარმოო საქმიანობა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოყოფილი სათბური აირები ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას და ხელს უშლის სითბოს კარგვას. ამ აირებს „სათბური გაზები“ ეწოდება, რომელთა შორისაა ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ჰიდროფტორნახშირბადები, პერფტორნახშირბადები და გოგირდის ჰექსაფტორიდი.

წყარო: Reuters 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0