close

მედიცინა

მედიცინამსოფლიო

ავსტრალიელმა კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ სისხლს აბარებდა, 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა

კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ სისხლს აბარებდა, 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სამსახურის ცნობით, ჯეიმს ჰარისონის ქველმოქმედებამ, 2.4 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ჰარისონის სისხლს აქვს, დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულები, რომელიც ანტი-D ინიექციის შესაქმნელად გამოიყენება.

ჯეიმს ჰარისონმა სისხლის გაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გულმკერდის ოპერაციის დროს, მას თავადვე დასჭირდა სისხლის დონორი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა ვიცით „მომაკვდინებელი ვირუსის“ შესახებ, რომელიც სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

2 ადამიანის დაღუპვის შემდეგ კერალას შტატში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირებები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 დაინფიცირებული გამოვლინდა.

შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება. 2018 წლიდან ეს ინდოეთში ვირუს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონის სრულყოფილი მოდელი შექმნეს

ისრაელში მეცნიერებმა მინიატიურული ცოცხალი ორგანიზმი შექმნეს, რომელიც არაფრით განსხვავდება ადამიანის ემბრიონისგან განვითარების ადრეულ ეტაპებზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ამისთვის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებს არ გამოუყენებიათ არც კვერცხუჯრედი და არც სპერმატოზოიდო – ემბრიონის მოდელი ღეროვანი უჯრედებისგან გაზარდეს. კერძოდ, გამოიყენეს 120 ასეთი უჯრედი, საჭირო პროპორციაში შეაზავეს და შემდეგ დაკვირვება დაიწყეს.

სპეციალისტების თქმით, მათ მიერ შექმნილი მოდელი გამოიყურება ისე, როგორც ჯანმრთელი ადამიანის ემბრიონი ჩასახვიდან 2 კვირის შემდეგ. ზრდის პროცესში მან ის ჰორმონებიც კი გამოიმუშავა, რომლებსაც მეცნიერები ორსულობის ტესტის ჩატარებისას იყენებენ. ორსულობაზე ჩატარებულმა ტესტმა დადებით პასუხი აჩვენა.

მეცნიერები ემბრიონების მოდელებს ახალი სიცოცხლის ჩასახვის ადრეული პერიოდის ეთიკურად შესწავლის მიზნით ქმნიან. სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან პირველი კვირების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს მომავალი ადამიანისთვის. მაგრამ ამ გადამწყვეტ დროს ხდება მუცლის მოშლის ფაქტების უმეტესობა და საფუძველი ეყრება მომავალი ორგანიზმის თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბებას. ეს მოვლენები ცუდად არის შესწავლილი, ამიტომ მეცნიერები ხელოვნურ მოდელებს ქმნიან.

სპეციალისტების განმარტებით, ვეიცმანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მიღებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერიმენტის შედეგად პირველად გახდა შესაძლებელი ადამიანის ემბრიონის სრული სტრუქტურის აწყობა ღეროვანი უჯრედებისგან ლაბორატორიაში, რის შედეგადაც მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შეისწავლონ ადამიანის სხეული ფორმირების პროცესები.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინტერნეტით სარგებლობა ხშირად სხვადასხვა კოგნიტიური პრობლემის მაპროვოცირებლად აღიქმება, რაც მეტწილად ნამდვილად ასეა. იმის გასაგებად, ვრცელდება თუ არა ეს დემენციაზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.

მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ 50-65 წლის ინდივიდებში ინტერნეტის რეგულარულად ან საშუალო სიხშირით გამოყენება შესაძლოა, კოგნიტიურ ფუნქციებზე პირიქით, დადებითად მოქმედებდეს. ეს საინტერესოა, რადგან მსგავსი კვლევების უმეტესობა უარყოფით გავლენაზეა ფოკუსირებული.

სპეციალისტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 000 ზრდასრული ამერიკელის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ავტორები კი შუახნის ასაკის ადამიანებზე კონცენტრირდნენ.

მათ 2002-2018 წლებში ყოველ 2 წელში ერთხელ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა უტარდებოდათ. პასუხები განსხვავდებოდა. მაგალითად, 65% ამბობდა, რომ ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობდა, ხოლო 21% აღნიშნავდა, რომ ეს დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო. ზოგიერთ მონაწილეს ამ დროში დემენცია ჩამოუყალიბდა, ზოგი კი დაიღუპა.

მეცნიერთა შეფასებით, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლეებში დემენციით დაავადების 1.54%-იანი რისკი იყო, ხოლო არამოსარგებლეებში – 10.45%. შესწავლილ ინდივიდებში დემენციის ჩამოყალიბების დროის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკანასკნელ ჯგუფთან შედარებით, მათში, ვინც ინტერნეტს ხშირად იყენებდა, კოგნიტიური აშლილობის გამოვლენის შანსი მხოლოდ ნახევარი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი გავლენაც გამოიკვეთა: მეცნიერებმა დღეში 2-ზე მეტი საათით ინტერნეტის გამოყენება დემენციის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს.

აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ინტერნეტით სარგებლობა შუახნის ადამიანებში დემენციის რისკს ამცირებდეს, მაგრამ ყოველდღიურად ამის დიდი ხნით კეთება საფრთხეს შეიცავს.

„არაა გამორიცხული, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობა გაზრდილ კოგნიტიურ სტიმულაციასთან და, შესაბამისად, დემენციის დაბალ რისკთან იყოს ასოცირებული ან შესაძლოა, დემენციის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ინტერნეტის ხშირი გამოყენებისკენ იყვნენ მიდრეკილნი”, — აცხადებენ სპეციალისტები.

ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია გარკვეული კავშირი და არა მიზეზ-შედეგობრიობა, რაც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, 

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მან ღორის ორგანიზმში 1 კვირა გაძლო, რაც ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია.

კერძოდ, სპეციალისტებმა ადამიანის თირკმლის უჯრედები მოათავსეს მოწყობილობაში, რომელიც იმპლანტაციას ექვემდებარება. ის ცხოველის სხეულში გადაიტანეს, რის შემდეგაც ბიორეაქტორში არსებულმა უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა.

ეს ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, ჩაანაცვლებს თუ არა ამგვარი ტრანსპლანტი ადამიანის თირკმელს, თუმცა დიალიზისა თუ სხვა ძვირად ღირებული პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მსგავსი მიღწევები მნიშვნელოვანია.

იალიზის მოწყობილობები ძალიან დიდი ზომისაა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩასანაცვლებლად არც ისე მოსახერხებელი საშუალებაა. ამის ნაცვლად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მრავალი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათთვის დონორის მოძებნა კი ძალიან ძნელია. აშშ-ში ახალ თირკმელს მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს. ეს მაშინ, როცა მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ინდივიდია.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ. ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის”, — აცხადებენ ავტორები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.

მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.

„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.

კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.

რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.

წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.

მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ხელოვნური თირკმელი შექმნეს

დღეს უამრავ ადამიანს ესაჭიროება დიალიზი თანაც კვირაში რამდენიმეჯერ… ხოლო თირკმლის დონორის პოვნა განსაკუთრებით რთულია — თუ, მაგალითად, აშშ-ში ორგანოთა მოლოდინის სიაში 100 000 ადამიანია, მათგან მხოლოდ 20 000 პოულობს დონორს… UC San Francisco-ს მეცნიერები კი დამაიმედებელ ამბავს გვიზიარებენ — ბიორეაქტორი შექმნეს, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციების იმიტაციისთვის არის გამიზნული. მან ღორის შემთხვევაში 1 კვირით შეძლო ფუნქციონირება, თანაც ბიორეაქტორმა ეს 90%-იანი წარმატებით მოახერხა!

მართალია, კვლევა მცირე მასშტაბიანია, მაგრამ დამაინტრიგებელ შედეგს ნამდვილად გვთავაზობს, რომ მასპინძლის სხეულს შეუძლია, არ უარყოს ე. წ. ბიონიკური ორგანო. ჯერ კიდევ მრავალი კვლევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებში მისი გამოცდა დაიწყონ, თუმცა პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს მოიხმარენ, მისი პერსპექტივა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

თირკმლის გადანერგვის ნაცვლად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იმპლანტირებადი დიალიზის დანადგარს შექმნიან, რომელსაც შეეძლება, ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ამჯერად არსებული დიალიზის დანადგარები კი დიდი და კომპლექსურია, ამასთან, არც თირკმლის გადანერგვის საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ იმედოვნებენ, რომ გაჯეტით, რომელიც რეალური თირკმლის უჯრედებს შეიცავს, ამას წარმატებით მოახერხებენ.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი შექმნილი იყო უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის გასაგებად, მომავალში კი ვფოკუსირდებით როგორც უჯრედების რაოდენობაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდების გაზრდაზე… ბიოხელოვნური თირკმელი დაავადების მკურნალობას მეტად ეფექტურსა და კომფორტულს გახდის“, — აცხადებენ მკვლევრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ… პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს” – ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუადღის” ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:

– გააჩნია, პური რა სახეობისაა. თუ ის მსხვილი მარცვლისგანაა დამზადებული და არ არის ე.წ. პირველი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული, რომელიც უამრავ გადამუშავებას გადის, შეგვიძლია. ნებისმიერი მსხვილმარცვლოვანი წარმოების პური შეგვიძლია, ღამეც მივირთვათ. სწორი კვება აკრძალვას არასდროს მოიცავს და ზომიერებას ითვალისწინებს. თუ პურს ზომიერების ფარგლებში გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის დასაშვებია. ხშირად მსმენია პაციენტებისაგან: “პური საერთოდ უნდა ამოვიღო რაციონიდანო”. ასე არ არის – პურის საკვები რაციონიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას ვიღებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“ზოგი მეტს დადის, ვიდრე საჭიროა… ზომაზე მეტად სიგამხდრეც პრობლემურია” – რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე

გაზაფხულს გულის აჩქროლება ახლავს თან. კვირტების აფეთქებასთან ერთად, თითქოს გულიც სხვაგვარად იწყებს ფეთქვას.

ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე, “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს აძლევს; იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს, რა უნდა გავითვალისწინოთ.

გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.

ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.

ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს არ ჩაგეთვლებათ ფეხით სიარულში.

სირბილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება იმაზე პრობლემური გახდეს ზომაზე მეტად სიგამხდრეც. აქაც ზომიერებაა საჭირო.

ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.

გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

 

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…

წყარო : პრაიმტაიმი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს;

გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.

ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.

ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.

ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.

გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…

წყარო : პრაიმტაიმი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 91
Page 11 of 91