close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

„ჯეიმს ვებმა“ შორეულ გალაქტიკაში ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა

ასტრონომებმა ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მეშვეობით ადამიანისთვის ცნობილი ყველაზე შორეული ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტელესკოპმა შორეულ სამყაროში კომპლექსური მოლეკულები იპოვა. კერძოდ, მოლეკულები გალაქტიკაში SPT0418-47 დაფიქსირდა, რომელიც ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

აღმოჩენა ნათელს ჰფენს ადრეულ სამყაროში ქიმიურ შენაერთებს.

დედამიწაზე ეს მოლეკულები – პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები შეიძლება ვიპოვოთ კვამლში, სმოგში, ჭვარტლში, ძრავის გამონაბოლქვში. ამ ორგანული შენაერთის საფუძველი – ნახშირწყალბადი სიცოცხლის ერთ-ერთ მშენებელ აგურად ითვლება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა დედამიწის ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველწლიურად მზესთან ერთად მოგზაურობს.

ასტეროიდს 2023 FW13 ეწოდა და ის მზის გარშემო დედამიწასთან ერთად ბრუნავს. იგი პლანეტიდან 364 00 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა დედამიწა ასტეროიდზე მცირე გავლენას გრავიტაციული მიზიდულობით ახდენს. ასტეროიდის დიამეტრი 15 მეტრს წარმოადგენს.

მზის გარდა, 2023 FW13 გარს დედამიწასაც უვლის.

2023 FW13 პირველად 2023 წლის მარტში ჰავაიზე მდებარე ობსერვატორიამ დააფიქსირა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ასტეროიდი დედამიწის მეზობელი ძველი დაახლოებით წელთაღრიცხვით 100 წლიდან გახლავთ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში ქორწილის გადახდა მალე შესაძლებელი იქნება

კომპანია Space Perspective-ის დამფუძნებლის, ჯეინ ფოინთერის თქმით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„უკვე გვყავს რამდენიმე წყვილი, რომლებსაც სურთ, პირველები დაქორწინდნენ კოსმოსში. ჰოდა, ვნახოთ, ვინ დაასწრებს”, – განაცხადა მან.

ცერემონია, დიდი ალბათობით, კომპანიის ისტორიულ ხომალდზე, Neptune-ზე, გაიმართება.

„კოსმოსური ხომალდი ნეპტუნი შეიქმნა იმისათვის, რომ ყოფილიყო ყველაზე ხელმისაწვდომი, მდგრადი და უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი პლანეტა დედამიწაზე თუ მის მიღმა. ის მოიცავს SpaceBalloon-ს, Reserve Descent System-სა და Neptune Capsule-ს”, – აღნიშნულია კომპანიის ვებსაიტზე. “განსხვავებით ყველა სხვა კოსმოსური ხომალდისგან, რომლების ფრენის დროსაც ეკიპაჟის განყოფილება გამოეყოფა ერთი ფრენის სისტემიდან და გადადის სხვა ფრენის სისტემაში, კოსმოსური ხომალდი ნეპტუნის კაფსული დაცულია SpaceBalloon-ზე მთელი ფრენის განმავლობაში, აფრენიდან დაშვებამდე, რაც ქმნის შეუფერხებელ, უსაფრთხო და ნაზ ფრენის გამოცდილებას.”

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ხომალდის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი შეიმუშავა, კერძოდ: ხომალდს ენერგია მიეწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს.

ხომალდი ზევით გატყორცნის ნაცვლად, ჰაერში ნელ-ნელა, დაახლოებით, 20 კმ/სთ სიჩქარით, იწევა.

ასევე, ფრენის პირველადი სისტემის გარდა, ნეპტუნი აღჭურვილია სარეზერვო სისტემითაც: 4 პარაშუტით, რომელიც მდებარეობს კაფსულსა და SpaceBalloon-ს შორის. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პარაშუტები უზრუნველყოფს ხომალდის უსაფრთხო დაშვებას. კომპანიის მიხედვით, კოსმოსური სააგენტოები ათწლეულების მანძილზე, 100%-იანი წარმატებით იყენებდნენ ამგვარ პარაშუტებს.

Space Perspective დაარსებულია Biosphere 2-ის ეკიპაჟის ორი ყოფილი წევრის მიერ. კომპანიას სურს, კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს, რადგან, დამფუძნებლებს სჯერათ, რომ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა რადიკალურად შეცვლის ჩვენს აღქმას სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სავარაუდოდ, მეცნიერებმა ოკეანით დაფარული პლანეტა აღმოაჩინეს

უცნაურმა პლანეტამ, რომელიც 245 სინათლის წლით შორს იმყოფება, შესაძლოა, ე. წ. პლანეტარული საიდუმლოება გაამჟღავნოს… TOI-733b-ის ეგზოპლანეტა დედამიწის რადიუსზე ორჯერ ნაკლებია და 4.9-დღიანი პერიოდით მზეზე ცოტათი პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. სიმკვრივის გაზომვებმა კი აჩვენა, რომ მან ან ატმოსფერო დაკარგა, ან იგი ოკეანით დაფარული წყლის სამყარო უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი კი იმიტომაა საინტერესო, რომ მეცნიერებს შეიძლება ეგზოპლანეტების ჩანაწერში იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმაროს, თუ რატომ არის ასე ცოტა პლანეტა 1.5-2 დედამიწის რადიუსს შორის.

მართალია, ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ძირითადად 2 მეთოდს ვიყენებთ, რაც ტრანზიტებსა და რადიალურ სიჩქარეს მოიცავს, მაგრამ ზოგიერთი ეგზოპლანეტა ადამიანების ტექნოლოგიების მიღმა რჩება. ამის მაგალითი მცირე რადიუსის მქონე პლანეტებია, ძალიან ცოტა ეგზოპლანეტა თუ მიეკუთვნება სუპერ დედამიწისა (1.5-მდე დედამიწის რადიუსით) და მინი ნეპტუნის კატეგორიას (დაახლოებით დედამიწის 2 რადიუსით).

არც ის არის ნათელი, თუ რა იწვევს ამას, ვარსკვლავი კარგავს მასას თუ შიდა პროცესია, რომლის დროსაც ეგზოპლანეტის ბირთვიდან სითბო თავისუფლდება… თუმცა ამ ეგზოპლანეტებს საიდუმლოს გამჟღავნებაც შეუძლია. კვლევის პროცესში მეცნიერებმა TESS-ის ტელესკოპისა და HARPS-ის სპექტოგრაფის მონაცემები ჩართეს.

მართალია, ზუსტად არ ვიცით, თუ რისგან დამზადდა TOI-733b, მაგრამ გუნდმა მოდელირებით აჩვენა, რომ თუ ეგზოპლანეტას ოდესმე ნეპტუნის მსგავსი ატმოსფერო ექნებოდა, რომელიც წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, მას უკვე უნდა დაეკარგა იგი. თუმცა ამ შემთხვევაში ეგზოპლანეტას იგი უფრო მძიმე ელემენტების ატმოსფეროდ უნდა გარდაექმნა…

ისიც შესაძლებელია, რომ ეს „ოკეანის პლანეტა“ ყოფილიყო — აქაც წყალბადი და ჰელიუმი უნდა დაეკარგა, მაგრამ ატმოსფერო მაინც მდიდარი უნდა ყოფილიყო წყლის ორთქლით, რომელიც მეტად მდგრადია ფოტოაორთქლების პროცესების მიმართ. აქ ეგზოპლანეტას ატმოსფერული მასის დაკარგვასთან არ უნდა ჰქონოდა საქმე…

ყველა შეფასებით TOI-733b საინტერესო პლანეტა ჩანს და აქვს პოტენციალი იყოს პატარა, მაგრამ ამავდროულად დიდი როლი შეასრულოს ეგზოპლანეტების მეცნიერებაში არსებული თავსატეხის ამოსახსნელად. მიღებული შედეგებითა და ანალიზით, როგორც ჩანს, ჩვენ ზუსტად იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს, — აცხადებენ მეცნიერები. 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა დააფიქსირეს, როგორ „ყლაპავს“ ვარსკვლავი პლანეტას

თუ აქამდე მეცნიერებმა კონკრეტულ ფენომენამდე და მის შემდეგ მიმდინარე მოვლენების შესახებ იცოდნენ, ახლა პირველად ისტორიაში მთავარი მოვლენა დააფიქსირეს — თუ როგორ ანადგურებს მომაკვდავი ვარსკვლავი ორბიტაზე მოძრავი პლანეტებიდან ერთ-ერთს.

მართალია, თეორია უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამის პრაქტიკაში გამოკვლევა ასტრონომებს დაეხმარებათ გაიგონ, რა ემართება პლანეტარულ სისტემას, როცა ვარსკვლავი დრამატული სიკვდილის ფაზას უახლოვდება — ანუ მაშინ, როცა ჩვეულ ზომაზე ასჯერ დიდი ხდება. ამ დროს შთანთქავს ყველაფერს, რაც გზად ხვდება მანამ, სანამ აფეთქდება და ცხელ მანათობელ ვარსკვლავურ ნარჩენად წარმოგვიდგება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა უშუალოდ მოქმედება დაინახეს, თანაც, დედამიწიდან 12 000 სინათლის წლის მანძილზე. აქ ვარსკვლავის სიკაშკაშე ძალიან სწრაფად იმატებს, თუმცა ამავე ტემპით იკლებს და ინფრაწითელ შუქსაც ასხივებს — იმ მოდელის მსგავსია, რომელიც აღწერს, რა მოხდება მზის სიცოცხლის დასასრულს და რა მოუვა ჩვენს გალაქტიკას.

ასე დედამიწის მომავალს ვხედავთ. თუ ჩვენ სხვა ცივილიზაციები 10 000 სინათლის წლიდან გვაკვირდებოდა მაშინ, როცა მზე შთანთქავდა დედამიწას, ისინი დაინახავდნენ, როგორ განათდებოდა მზე უცბად მატერიის გამოშვების გამო, როგორ ჩამოაყალიბებდა მტვერს მის ირგვლივ მანამ, სანამ ძველ ფორმას დაიბრუნებდა, — აცხადებს ასტროფიზიკოსი კიშალაი დე.

ამ ნათებას კიდევ უფრო ახლოდან რომ დაჰკვირვებოდნენ, Keck-ის ობსერვატორიის მონაცემები გამოიყენეს და ქიმიური შემადგენლობაც შეისწავლეს. შედეგებმა გარკვეული უცნაურობაც გამოავლინა. ვარსკვლავმა ისეთი ელემენტების ნიშნები აჩვენა, რომლებიც წესით ცივი გარემოსთვის არის დამახასიათებელი — იქნება ეს ტიტანის ოქსიდი თუ ვანადიუმის ოქსიდი, და არა ის, რასაც ჩვეულებრივ მსგავსი ვარსკვლავისგან ველით.

მეცნიერული ლიტერატურა კი ასტრონომებს მიანიშნებთ, რომ ის გზა, რომლითაც ეს სინათლე გაჩნდა, აფეთქდა და მოკვდა, ზუსტად იმ აფეთქების მსგავსია, რომელსაც წითელ ნოვას უწოდებენ. ამას კი უკვე ბინარული ვარსკვლავების შეჯახება იწვევს. თუმცა ენერგია, რომელსაც იგი აწარმოებს, იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წითელი ნოვასგან ელოდნენ — ეს ფაზლის ბოლო ნაწილს წარმოადგენს.

გუნდის ანალიზის თანახმად, პლანეტა მაქსიმუმ იუპიტერის მასაზე 10-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო… ხოლო მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა იგი „გადაყლაპა“, გარსმა გაციება დაიწყო, ჩამოაყალიბა მტვრის ღრუბელი ვარსკვლავის ირგვლივ, რამაც ზუსტად ის ინფრაწითელი ნათება შემოგვთავაზა, რომელიც Palomar-ის ობსერვატორიაში შეისწავლეს.

მეცნიერთა თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ პლანეტარული სისტემის ევოლუციაში რაღაცები არ ვიცით. მსგავს მოვლენას subluminous red novae უწოდეს და სწამთ, რომ ZTF SLRN-2020 დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ მიმდინარე პროცესები, იქნება ეს სინათლე, ქიმიური შემადგენლობა თუ სხვა მაჩვენებლები. მათივე გამოთვლებით, მსგავსი შემთხვევა წელიწადში რამდენიმეჯერ უნდა ხდებოდეს…

ათწლეულების მანძილზე შეგვეძლო დაგვენახა მანამდე და შემდგომ მოვლენები. ხოლო ის, რაც გვაკლდა სწორედ ვარსკვლავის მოქმედებაში გამოჭერა იყო და სწორედ ეს ხდის ამ აღმოჩენას გასაოცარს, — ამბობს დე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლის საძინებელში ჩამოვარდა

აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ-ჯერსის შტატში, ჰოუპველში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეტეორიტის სიგრძე 15 სანტიმეტრი, სიგანე კი 10 სანტიმეტრია.
მეტეორიტმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია და ერთ-ერთ საძინებელში ჩამოვარდა. ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მეტეორიტი მოგვიანებით სახლის პატრონმა იპოვა.
ფრანკლინის ინსტიტუტის წამყვანი ასტრონომის, დერეკ პიტსის თქმით, მეტეორიტის ასაკი შესაძლოა 4-5 მილიარდ წელს აღწევდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის თანამგზავრის, დეიმოსის

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა აპარატმა, Al Amal-მა მარსის თანამგზავრის, დეიმოსის დეტალური ფოტო გადაიღო. ფოტო 100 კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული.

ფოტოების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა უარყვეს თეორია იმის შესახებ, რომ დეიმოსი არის ასტეროიდი, რომელიც მარსის მიზიდულობის ძალამ მიიზიდა. ისევე, როგორც მარსის მეორე თანამგზავრი – ფობოსი, დეიმოსიც პლანეტასთან ერთდროულად წარმოიქმნა.

პირველად დეიმოსის ფოტოები NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა, „ვიკინგ 2“-მა 1977 წელს გადაიღო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები აკვირდებიან კოსმოსურ ობიექტს, რომელიც სიკაშკაშით ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის კოსმოსში ყველაზე კაშკაშა ობიექტი? ამ მხრივ საინტერესოა ულტრა მანათობელი რენტგენის წყაროები (ULX).

სიკაშკაშის ეს მთავარი წყაროები დიდი ხანია ასტრონომებისთვის თავსატეხად იქცა. რატომ? ისინი ედინგტონის ლიმიტს აჭარბებენ, რომელიც ზღუდავს რამდენად კაშკაშა შეიძლება იყოს ობიექტი მისი მასის მიხედვით.

თავიდან, ბევრ მეცნიერს ეს ფენომენი უბრალოდ ოპტიკურ ილუზიად მიაჩნდა. თუმცა, ახლა, ახალ კვლევაში, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ასტრონომებმა NASA-ს ბირთვული სპექტროსკოპიული მასივის გამოყენებით (NuSTAR), ULX-ის წარმომქნელ ციურ სხეულს დააკვირდნენ. ობიექტი მზეზე ათ მილიონჯერ უფრო კაშკაშაა და ფაქტია, რომ ის აღემატება ედინგტონის ლიმიტს.

მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აღმოაჩინეს მექანიზმი ამ განსაცვიფრებელი სიკაშკაშის მიღმა: მაგნიტური ველები იმდენად ძლიერი, რომ ლაბორატორიაში მათი გამეორება შეუძლებელია.

“ეს დაკვირვებები საშუალებას იძლევა დავინახოთ წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველების ეფექტი, რომელთა რეპროდუცირებას ვერასოდეს შევძლებთ დედამიწაზე არსებული ტექნოლოგიით”, — თქვამატეო ბაჩეტიმ, კალიარის ასტრონომიული ობსერვატორიის ასტროფიზიკოსმა ნასას განცხადებაში.

პირველ რიგში, მოდით ავხსნათ ედინგტონის ლიმიტი. ვარსკვლავის შემთხვევაში ეს აღწერს ბალანსს ობიექტის სინათლის გამომწვევი გამოსხივების გარე ბიძგსა და მისი მიზიდულობის შიდა ზღვარს შორის. თუ ობიექტი საკმარისად კაშკაშაა, სინათლის გამავალ ფოტონებს შეუძლიათ გადალახონ ობიექტის გრავიტაცია, რაც ხელს უშლის მატერიის ორბიტამდე გაყვანას.

თავდაპირველად ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ULXs შავი ხვრელი იყო, რომელიც გარშემორტყმული იყო გაზით და მტვრით. შესაბამისად, ხდებოდა სინათლის გამოსხივებაც. ეს განმარტება თავიდან აგვაცილებდა ედინგტონის ლიმიტის დარღვევას.

თუმცა, 2014 წელს აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ობიექტი რელურად ნეიტრონული ვარსკვლავი იყო. როგორც სამყაროს ზოგიერთი ყველაზე მკვრივი ობიექტი, ნეიტრონული ვარსკვლავები ავლენენ გრავიტაციულ მიზიდულობას დაახლოებით 100 ტრილიონჯერ უფრო ძლიერს ვიდრე დედამიწა.

ამის ნაცვლად, ULX-ის შუქი შეიძლება წარმოიქმნას გაზებისა და მტვრის მიერ, რომლებიც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე საათში მილიონობით კილომეტრის სიჩქარით ხვდება.

და მაინც, როგორ ხდება ეს ყველაფერი?

“ეს ასტრონომიის სილამაზეა. ამ ფენომენის ასახსნელად უახლოეს მომავალში ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, — ამბობს ბაჩეტი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მთვარეზე ცა შავია – იცით თუ არა, რომ…

სამყარო უსასრულოა. ისეც და ასეც, მას საზღვარი არ აქვს. უსასრულოა მოულოდნელობები, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ახლავს თან იმის გათვალისწინებით,  რომ გარშემო ყველაფერი შთამბეჭდავია. არსებობს საკითხები, რომლებსაც ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში გვასწავლიან, თუმცა, ნებისმიერი მათგამი საკამათოა. ზოგს სჯერა იმის, რასაც უყვებიან, სხვებისთვის კი ახსნა-განმარტებები დამაკმაყოფილებელი არ არის. ასე თუ ისე, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს გალაქტიკა, მაგრამ ვიცით თუ არა, რომ გარდა ჩვები გალაქტიკისა, კიდევ სხვა უამრავი გალაქტიკა არსებობს? ასევე, საინტერესოა, რატომ არის ცა ცისფერი? ეს იმიტომ, რომ… მზის სხივი შვიდი ფერისგან შედგება. მაშინ, როდესაც სხივი დედამიწას ეცემა, დანარჩენ ექვს ფერთან შედარებით, ყველაზე მეტად ლურჯს  აირეკლავს. იმ პლანეტებზე, სადაც არ არის ატმოსფერო, ცა მთლიანად შავია.  ცა მთვარეზეც შავი ფერისაა. ცისარტყელა ბავშვებს განსაკუთრებულად ახარებს. როგორ წარმოიქმნება ის – ცისარტყელა ცაზე მზის სხივის წვიმის წვეთებში გავლის შედეგად ჩნდება. მისი ფერები ამ თანმიმდევრობისაა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი. ბავშვობაში კოსმონავტობა ბევრის ოცნება იყოს. ეს ოცნება ხელშესახები მას შემდეგ გახდა, რაც კაცობრიობამ კოსმოსური ხომალდის აგება შეძლო. პირველი, ვინც კოსმოსში გაფრინდა, იყო იური გაგარინი – ეს 1961 წელს მოხდა.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 
სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა – დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის უცნობი, მკვრივი ფენა აღმოაჩინეს

მეცნიერები თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც მოიცავს ახალ ფენას დედამიწის მანტიასა და ბირთვს შორის. მათივე ცნობით, ეს შესაძლოა, უძველესი ოკეანის ფსკერი იყოს.

კვლევის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერები დაკვირვებას სამი წლის განმავლობაში ატარებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ვრცელდება სეისმური ტალღები პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მიწისძვრის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ მანტიასა და ბირთვს შორის საზღვარი არის შედარებით თხელი ანომალიური ზონები.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ უცნობი სტრუქტურა უძველესი არის ოკეანის ფსკერი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში მიწის ქვეშ იყო ჩაფლული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 59
Page 14 of 59