close

კვლევები

კვლევები

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას ამსუბუქებს – კვლევა

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები”, – აცხადებენ ავტორები.

მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.

დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

გაზაფხულის დეპრესია: როგორც დავამარცხოთ სეზონური უგუნებობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე სახიფათო სნეულებათა ნუსხაში სწორედ დეპრესიაა მესამე ადგილზე ინფექციური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, რადგან ფსიქიკური აშლილობით, რომელიც განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე მწვავდება, პლანეტის მოსახლეობის 65% იტანჯება.

მართალია, ბევრისთვის გაზაფხული „ზამთრის ძილისგან“ გამოფხიზლებასა და ახალი ენერგიით შევსებასთან ასოცირდება, მაგრამ ბევრისთვის პირიქით, სწორედ მარტისა და აპრილის თვეებია ყველაზე მძიმე, როცა გამწვავებული დეპრესიული მდგომარეობა საერთო სისუსტით, უგუნებობითა და პესიმიზმით, ინტერესისა და ხალისის დაკარგვით გამოიხატება.

 

გაზაფხულის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

 

არ ღირს სეზონური დეპრესიის უგულებელყოფა და მისი ჩვეულებრივ მოწყენილობასა და მელანქოლიასთან გაიგივება, რადგან ემოციური არასტაბილურობა, რომელსაც მეტწილად ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა იწვევს, ხშირად სუიციდითაც მთავრდება.

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები: 
* ორგანიზმის გამოფიტვა, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა.
* მზის სხივების დეფიციტი, რაც უგუნებობასთან ერთად კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
* ჰორმონალური აფეთქება, რომელიც მეტწილად რეპროდუქტიულ ასაკში ვლინდება.
* ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის სიმცირე ორგანიზმში. ზამთრის სეზონზე, როცა სუფთა ჰაერზე სეირნობას ყველა სითბოსა და მყუდრო გარემოში ყოფნას ამჯობინებს, ორგანიზმი ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, რაც ხშირი თავის ტკივილებით და უგუნებობით გამოიხატება.
* ე.წ. მეტეოდამოკიდებულება ანუ  ამინდის ხშირი და უეცარი ცვლილება, რასაც ორგანიზმი ფიზიოლოგიური დისბალანსით – სისხლის ქიმიური შემადგენლობის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით პასუხობს.

 

 

დეპრესიის მდგომარეობა

 

ზამთარსა და ზაფხულში ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა სერიოზული „გარდაქმნები“ იწყება ორგანიზმში. სწორედ ახლად წარმოქმნილი უჯრედები, ერთიანად გააქტიურებული ორგანოები და აჩქარებული მეტაბოლიზმი იწვევს ბიოლოგიური რიტმის დარღვევას, საერთო მდგომარეობის, განწყობის დამძიმებას და სეზონურთან ერთად ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

მნიშვნელოვანია სტრესის, დეპრესიული მდგომარეობისა და თავად დეპრესიის გამიჯვნა, რადგან მხოლოდ დეპრესია ითვლება ფსიქიკურ დაავადებად, რომელიც ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას აზარალებს, მეორე მხრივ, სიცოცხლის სურვილსა და ხალისს უკარგავს.

დეპრესიის სიმპტომები

 

მოუცლელობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები მეტწილად დაგვიანებით იწყებენ დეპრესიასთან ბრძოლას, როცა განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება არაჯანსაღი იერი, არადა, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ე.წ. „გამაფრთხილებელი ნიშნების“ დროულად ამოცნობის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება დეპრესიის დამძიმებისგან თავის დაღწევა.

დეპრესიის სიმპტომები:
* ძილის დარღვევა – მომატებული ძილიანობა დღის მანძილზე ან პირიქით, უძილობა,
* ემოციური სიცარიელე და ორგანიზმის გამოფიტვა,
* უხალისობა და გულგრილობა ყოველდღიური საქმეებისა და მოვალეობების მიმართ,
* მადის დაკარგვა, ან პირიქით მუდმივად საკვების მიღების სურვილი,
* უგუნებობა და პესიმიზმი, უმიზეზოდ შფოთვა და მუდმივი სტრესი,
* განწყობის უეცარი და მკვეთრი ცვლილება,
* ქრონიკული დაავადებების გამწვავება,
* სუიციდური ფიქრები.

დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდები

 

გაზაფხულის დეპრესია სეზონურობით ხასიათდება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მისი დამოუკიდებლად დაძლევა, თუმცა, რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელებული ემოციური დისბალანსის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

მოიწყვეთ რამდენიმედღიანი არდადეგები მშვიდ გარემოში, დაასვენეთ გონება და სხეული, მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობებთან და პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან სხვისი ნეგატიური განწყობაც ისეთივე დამთრგუნველია, როგორც საკუთარი, უმჯობესია, მოინახულოთ დიდი ხნის მონატრებული ნათესავები და მეგობრები, ვისთანაც გაერთობით, გამხიარულდებით და დაივიწყებთ ნეგატიურ ფიქრებს.

რეკომენდაციები დეპრესიის სწრაფად დასაძლევად :
დაბალანსებული კვება – შეავსეთ კვების რაციონი სეზონური ხილითა და ბოსტნეულით, შავი შოკოლადით, თხილით და ბედნიერების ჰორმონით – სეროტინინით მდიდარი სხვა პროდუქტით. გაყავით საკვები რამდენიმე ულუფად და მიირთვით ზომიერად. მოერიდეთ ძილის წინ გონების გადაღლას და ნეგატიური ინფორმაციით დამძიმებას.

ძილი – გაზაფხულზე ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება სრულფასოვანი დასვენება და გამოძინება. მართალია, თანამედროვე რეალობაში წარმოუდგენელია ადრე დაძინება, მაგრამ ეცადეთ 24:00 საათამდე ჩაიძინოთ, რადგან სწორედ შუაღამისას (24:00-დან 02:00 საათამდე) იზრდება ძილის ჰორმონის – მელატონინის დონე, რომელიც იმუნური, ნერვული სისტემის მოწესრიგებას და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

ფიზიკური დატვირთვა – დეპრესიასთან ბრძოლის მეტად ეფექტური საშუალებაა ფიზიკური აქტივობა. სპეციალისტების მტკიცებით, კომპლექსური ვარჯიში, ფიტნესი და სპორტული ცეკვა, ცურვა, სირბილი და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობა არა მხოლოდ  ორგანიზმს აძლიერებს, არამედ განწყობასაც აუმჯობესებს. მეტიც, სწორედ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში, შეგმატებთ ხალისს, ფიზიკურ და მორალურ ძალას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა არის ინსტინქტი და რით განსხვავდება ის დასწავლისგან

რა არის ინსტინქტი? კლასიკური გაგებით ეს წინასწარ დაპროგრამებული ტენდენციაა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სახეობის გადარჩენისთვის. მასში მოიაზრება კონკრეტული სახეობის მოქმედების სპეციფიკური პროგრამა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას, თუმცა თეორიულად დამოუკიდებელია ცალკეული ინდივიდის გამოცდილებაზე.

სწორედ ეს “თუმცა” აჩენს ბევრ შეკითხვას. გამოცდილება დასწავლასთანაა დაკავშირებული. დასწავლა გამოცდილებაზე დამყარებული პროცესია, რომლის დროსაც ხშირად იცვლება ქცევა ან ქცევის პოტენციალი. ესე იგი, ერთია გენეტიკური ინფორმაცია და მეორე დასწავლასთან “ინტერაქცია”. მეტი კონკრეტიკისთვის დასწავლა სამი ნაწილისგან შედგება: ცვლილება ქცევაში (ქცევის პოტენციალში), მუდმივი ცვლილება და გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი.

ბევრს მიაჩნია, რომ ცხოველთა სამყაროში არსებები გადაწყვეტილებას “ინსტინქტურად” იღებენ. მაგალითად, ახლად გამოჩეკილი ზღვის კუები, რომლებიც ზღვამდე მისაღწევად მთვარის შუქზე არიან დამოკიდებული. ასევე საინტერესო მაგალითია ფრინველები, რომლებიც სეზონების ცვლილებასთან ერთად ათასობით კილომეტრით მიგრირებენ. არც დედა ლომები უნდა დავივიწყოთ, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ გამოკვებონ, დაიცვან და გაწვრთნან თავიანთი შთამომავლობა.

ფოტო: NPS PHOTO

თუმცა, არის კი ეს რეალურად ინსტინქტი? სანამ ვიკითხავთ როგორ მუშაობს ინსტინქტი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ის.

“ინსტინქტის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ თქვენ ასევე არ საუბრობთ მონეტის მეორე მხარეზე, და ეს შეძენილი ან ნასწავლი ქცევებია”, — განუცხადა Live Science-ს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების ფსიქობიოლოგმა რობერტ ლიკლიტერმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ინსტინქტები” არის ქცევა, რომელიც გავლენას ახდენს ფაქტორებზე, რომლებიც პირდაპირ “დანახვადი” არ არის. მაგალითად, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ქცევა — რა დროსაც ფრინველი, მათ შორის ინდაური, ბატი, ქათამი და იხვი, დედას ამოიცნობს და მას მისდევს — ინსტინქტი იყო. ესე იგი, მიაჩნდათ, რომ ეს თანდაყოლილი, წინასწარ განსაზღვრული, გენეტიკურად ჩამოყალიბებული ტენდენცია იყო, რომელიც ცალსახად ახსნას არ ექვემდებარებოდა.

თუმცა, 1963 წელს ფსიქოლოგმა გილბერტ გოტლიბმა რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა: იხვის გამოჩეკა დაკავშირებულია დედის ხმაზე და ამ ხმის აღქმა ნაჭუჭში ინდივიდუალურად ვითარდება. ამ ინფორმაციის დამუშავება დაბადებამდე ხორციელდება. გოტლიბის იხვის ჭუკის ექსპერიმენტებმა “ინსტინქტის” ახლებურ გაგებას დაუდო საფუძველი და დაგვაფიქრა იმაზე თუ რა ქცევაა მასთან დაკავშირებული.

როგორც იხვის ჭუკის მაგალითში, სხვა ზემოქმედებაც შეიძლება იყოს და ეს მანამ, სანამ არსება დაიბადება.

ინსტინქტის კლასიკური გაგება აქამდე ან ნიუანსს უგულებელყოფდა. კატის უნარი დახტომისას სწორად დაეშვას კიდურებზე და პეპლის სეზონური მიგრირების შესაძლებლობა, ქცევითი ნეირომეცნიერ მარკ ბლუმბერგის თქმით, “სახეობათა ტიპური ქცევაა”.

“როდესაც ადამიანები ინსტინქტზე საუბრობენ, ამაში გულისხმობენ იმას, რაც ვითარდება”, — უთხრა Live Science-ს ბლუმბერგმა.

განვითარების ამ პერსპექტივის საწინააღმდეგო არგუმენტების მიხედვით, სახეობების სპეციფიკური ქცევის სპექტრი არსებობს. ასევე არის ის არგუმენტი რომ დაბადებისას ორგანიზმებს ქცევის დასადგენად საკმარისი გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

თუმცა, გამოცდილება იწყება დაბადებამდე, ისევე როგორც იხვის გამოჩეკის შემთხვევაში. უფრო მეტიც, არსებობს მრავალი ქცევა, რომელიც მეცნიერებს ადრე ინსტინქტად მიაჩნდათ — ეს მანამ, სანამ ამ სისტემების შინაგან სტრუქტურებზე მეტი არ გავიგეთ.

მაგალითად, ზღვის კუებს ოკეანეებში ნავიგაცია შეუძლიათ, რადგან მათ ამისთვის ერთგვარი “მაგნიტური კომპასი” აქვთ. ეს ვერ იქნება მყარი ინსტინქტი, რადგან მასზე გავლენას დედამიწის მაგნიტური ველი ახდენს. ანალოგიურად, კატას არ ეცოდინება, როგორ დაეშვას ფეხზე, თუ დაიბადებოდა კოსმოსში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ქცევები უბრალოდ ჩვენს გენებში არ არის კოდირებული (კოსმოსში ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ეს დაადასტურა). ეს აჩენს შეკითხვას, არსებობს პოტენციალი, მაგრამ არა ცალსახა მოცემულობა?!

კიდევ ერთი დამაბნეველი მაგალითი პარაზიტულ ფრინველებშია, რომლებიც სხვა სახეობებს ატყუებენ. ისინი თავიანთი ბარტყების გასაზრდელად შემდეგს აკეთებენ: საკუთარ კვერცხებს სხვა ფრინველის ბუდეში ჩუმად დებენ. ასეთ დროს ბევრი საინტერესო რამ ხდება, ზოგ შემთხვევაში “მასპინძელი” ჩიტი ტყუვდება და სხვის შთამომავალს ზრდის.

ჩნდება შეკითხვა: როგორ შეუძლია სხვა სახეობის მიერ გაზრდილმა ჩიტმა იცოდეს, რომელ სახეობას მიეკუთვნება, შესაბამისად, საიდან იცის ვისთან შეწყვილდეს? თუმცა, თუ “მასპინძელი” ჩიტი მიხვდება, რომ კვერცხი მისი არაა, ის კვერცხს თავიდან მოიშორებს, იმავეს შვრება ბარტყის შემთხვევაშიც. მეტიც, კვლევების თანახმად, პარაზიტი ჩიტის ბარტყი ღამე თავის სახეობის წარმომადგენლებთან ერთად ჩერდება და დღისით ისევ “მოტყუებული დედის” ბუდეში ბრუნდება. მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით თუ რა ფენომენია ეს.

ფოტო: scienceofbirds

მკვლევრების თქმით, ჩვენი გენები არ განსაზღვრავენ ქცევებს ისე, როგორც ამას “ინსტინქტი” ითვალისწინებს.

“გენებსა და ქცევას შორის კავშირი ძალზე არაპირდაპირია. მაგალითად, ახალი ქცევის გამომუშავებისას ნეირონებიც იცვლება, ზოგჯერ კი, პირიქით. ამით იმის თქმა მინდა, რომ გენები ქცევებს ნაკლებად განსაზღვრავენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იქცევა ჩვენი გენები”, — თქვა ბლუმბერგმა.

ბლუმბერგის თქმით, ძირითად ქცევებსაც სწავლა სჭირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ მშრალ საკვებზე გაზრდილმა ცხოველებმა წყლის დალევა არ იცოდნენ. სწორედ ეს აჩენს შეკითხვას, სად გადის ზღვარი დასწავლასა და ინსტინქტს შორის.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ყველაფერზე უფრო კონკრეტული პასუხების მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო. ერთი რამ ფაქტია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და სიტყვა “ინსტინქტის” ხმარება ყველაფერზე რაც ჯერ კიდევ არ გვესმის მართებული არაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა

გერმანელ კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა – ასეთ დასკვნამდე კანადელი, ნიდერლანდელი, შვედი და ამერიკელი მეცნიერები კომპოზიტორის დნმ-ის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.

დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა პოლიგენური მაჩვენებელი (PGI) გამოავლინეს, რომელიც ადამიანის გენების სავარაუდო გამოვლენას აფასებს და დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანებთან შედარებით, ბეთჰოვენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. კერძოდ, კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ს მუსიკისადმი მეტი მიდრეკილება ჰქონდა, ვიდრე დიდ კომპოზიტორს.

მეცნიერები აზუსტებენ, რომ გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ბეთჰოვენს არ ჰქონდა რითმების სინქრონიზაციის არსებითი ბუნებრივი უნარი, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუსიკალური უნარების განვითარებაზე.

კვლევის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ნამუშევარი ასეთი მიდგომის პრობლემებს ააშკარავებს.

„ჩვენი მიზანი იყო ამ მაგალითზე გვეჩვენებინა გენეტიკური პროგნოზების შედგენასთან დაკავშირებული პრობლემები. შეუსაბამობა დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით გაკეთებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის მუსიკალურ გენიას შორის მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის. ეს გვაჩვენებს, რომ გენეტიკურ ტესტებს არ შეუძლია საბოლოო პასუხი მოგვცენ კითხვაზე რამდენად ნიჭიერი აღმოჩნდება ადამიანი“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტარა ჰენეჰოვიჩმა.

მეცნიერები ბეთჰოვენის დნმ-ს პირველად არ იკვლევენ. 2023 წლის მარტში მათ კომპოზიტორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზის დადგენა სცადეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვანია დეპრესიისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მკურნალობისთვის

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის (UniSA) მკვლევარების აზრით, ფიზიკური ვარჯიშიდეპრესიისა და სხვა საერთო ფსიქიკურიჯანმრთელობის პრობლემის მკურნალობისპირველადი საშუალება უნდა იყოს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობებიჯანმრთელობის პრობლემების წამყვანი მიზეზიამთელ მსოფლიოში.
კვლევის მიმოხილვა  აჩვენებს, რომ დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქოლოგიური სტრესის მსუბუქი დაზომიერი სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდესფიზიკური აქტივობით. მათი გამოკვლევის თანახმად, ვარჯიში 1,5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრეკონსულტაცია და წამლები.
კვლევამ აჩვენა, რომ 12-კვირიანმა ან უფროხანმოკლე ვარჯიშმა ყველაზე მეტად შეამცირაფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები.
“ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობსფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, თუმცამტკიცებულებების მიუხედავად, ის ფართოდ არ არისმიღებული, როგორც მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური არჩევანია“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევართა ჯგუფმა 12 ელექტრონული მონაცემთაბაზიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებული ყველაშესაბამისი კვლევა ამოიღო და საერთო ჯამში, 97 მიმოხილვა გააანალიზა, რომელიც მოიცავდა 1039 კვლევას და ამ კვლევების 128,119-ზე მეტ მონაწილეს.
„აღმოვაჩინეთ, რომ ყველა სახის ფიზიკური აქტივობადა ვარჯიში სასარგებლო იყო, მათ შორის აერობიკა,სიარული, ძალისმიერი ვარჯიში, პილატესი და იოგა“, – აცხადებენ მკვლევარები.
მათი განმარტებით, ზოგიერთი სახის ვარჯიში, როგორც ჩანს, სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მაგალითად, იოგამ და სხვა გონება-სხეულისვარჯიშებმა ყველაზე მეტად შფოთვის შემცირებასშეუწყო ხელი, ძალისმიერმა ვარჯიშმა კი – დეპრესიის შემცირებას.
დასკვნები, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომმედიკამენტები და თერაპია მნიშვნელოვანიმკურნალობის საშუალებაა მრავალი ფსიქიკურიმდგომარეობისთვის, მაგრამ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ვარჯიში ასევე მნიშვნელოვანიმკურნალობის საშუალებაა და რომელიც ყურადღებასიმსახურებს.
კვლევა ჟურნალ British Journal of Sports Medicine-შიგამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები აცხადებენ, რომ სასურველი სქესის ჩვილების გაჩენისთვის ახალი, უსაფრთხო მეთოდი შეიმუშავეს

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც, მათი მტკიცებით, უსაფრთხო და დაახლოებით 80%-ით ეფექტურია სასურველი სქესის ჩვილების გაჩენისთვის.
მეცნიერები აცხადებენ, რომ სიმკვრივის საზომების საშუალებით შეძლეს სპერმის იმის მიხედვით შერჩევა, X ქრომოსომას შეიცავდა ის, თუ Y-ს. კვლევის თანახმად, სპერმა, რომელიც შეიცავს X ქრომოსომას, ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე Y ქრომოსომის შემცველი.
კვლევის დროს მეცნიერებმა 1317 წყვილის გამოყენებით ცდა ჩაატარეს. წყვილები ორ ჯგუფად დაყვეს. საკვლევი ჯგუფი, რომელზეც ახალი მეთოდი გამოიყენეს, 105 წყვილს აერთიანებდა. ჯგუფში 59 წყვილს გოგო სურდა და მეთოდის საშუალებით მიღებულმა მდედრობითი სქესის ემბრიონების რაოდენობამ 79.1%-ი შეადგინა. საბოლოოდ კი 16 ჯანმრთელი გოგონა გაჩნდა.
46 წყვილს ბიჭის მშობლობა სურდა და მამრობითი სქესის ემბრიონების რაოდენობამ 79.6%-ი შეადგინა. შედეგად კი 13 ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.
თუმცა, კვლევის დროს გადასატანად არჩეული ემბრიონის სქესი ცნობილი არ იყო.
სქესის შერჩევის საკითხი სერიოზულ ეთიკურ შეშფოთებას იწვევს და სქესის მიხედვით ემბრიონების შერჩევა ბევრ ქვეყანაში უკანონოდ ითვლება.
„სქესის შერჩევის საკითხი ეთიკური თვალსაზრისით პრობლემური საკითხია. ემბრიონების შერჩევა სქესის მიხედვით, შემამსუბუქებელი მიზეზის გარეშე, როგორიცაა სქესთან დაკავშირებული დაავადება, უკანონოა“, – განაცხადა კენტის უნივერსიტეტის პროფესორმა გენეტიკის საკითხებში დარენ გრიფინმა.
Imperial College London-ის ანდროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორი ჩანა ჯაიასენის აზრით, შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ამ მეთოდს შეუძლია სპერმის შერჩევა ამ სპერმის გამოყენებით დამზადებული ემბრიონის სქესის დასადგენად. თუმცა, მათი ტექნოლოგიური მიღწევა უმნიშვნელოა კვლევის შედეგად წამოჭრილ სერიოზულ ეთიკურ შეშფოთებასთან შედარებით“.
კვლევა ჟურნალ Plos One-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ულტრა დამუშავებული საკვები 32 ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული

ულტრა დამუშავებული საკვები პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობაზე 32 მავნე ზემოქმედებასთან, მათ შორის გულის დაავადებების, კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის, მავნე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნაადრევი სიკვდილის მაღალ რისკთან, – ამის შესახებ მიმოხილვის შეგედებშია აღნიშნული, რომელიც BMJ-ში გამოქვეყნდა.
კვლევა ულტრა დამუშავებული საკვების სწრაფად მზარდი გლობალური მოხმარების ფონზე ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში საშუალო კვების რეჟიმზე ნახევარზე მეტი ახლა ულტრა დამუშავებული საკვებისგან შედგება. ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უფრო ახალგაზრდა ან ღარიბია, ტიპიურია კვების რეჟიმი, რომელიც 80%-მდე ულტრა დამუშავებულ საკვებს შეიცავს.
მიმოხილვაში, რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, ბევრმა წამყვანმა ინსტიტუტის ექსპერტმა, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის სახელობის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ აშშ-ში, სიდნეის უნივერსიტეტმა და საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
”საერთო ჯამში, აღმოჩნდა პირდაპირი კავშირი ულტრა დამუშავებულ საკვებსა და ჯანმრთელობის 32 პარამეტრს შორის, რომლებიც მოიცავს ნაადრევ სიკვდილს, კიბოს, ფსიქიკური, რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს“,  – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი მტკიცებით, „დამაჯერებელმა“ მტკიცებულებები აჩვენა, რომ ულტრა დამუშავებული საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკის 50%-ით გაზრდასთან, ტიპი 2 დიაბეტის 12%-ით და შფოთვის განვითარების რისკის 48-53%-ით გაზრდასთან.

ასევე არსებობდა “უაღრესად დამაფიქრებელი” მტკიცებულება, რომ ულტრა დამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, ძილის პრობლემების და გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი 40-66%-ით, ასევე დეპრესიის განვითარების რისკი 22%-ით გაიზარდოს.
მკვლევარების თქმით, ულტრა დამუშავებული საკვების მიღებასა და ასთმას, კუჭ-ნაწლავის პრონლემებს, ზოგიერთი სახეობის კიბოს და კარდიომეტაბოლურ რისკ-ფაქტორებს შორის კავშირის შესახებ შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს და შემდგომ გამოკვლევას საჭიროებს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ულტრა დამუშავებული საკვები, მათ შორის შეფუთული ცომეული და ე.წ. „სნექები“, გაზიანი სასმელები, შაქრიანი მარცვლეული და მზა კერძები შეიცავს მეტ შაქარს, ცხიმს და/ან მარილს, ქიმიკატებს, საღებავებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს, რომლებიც ახანგრძლივებს შენახვის ვადას, მაგრამ მათში მცირე რაოდენობითაა ვიტამინები და ბოჭკოები.
მიმოხილვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია ზომების მიღება ულტრა დამუშავებული საკვების მიღების შემცირების მიზნით.
წყარო : news.sky.com

theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

30 წლის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა – კვლევა

1980-დან 2010 წლამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა. ამის მიზეზად მყინვარების დნობა სახელდება.

მეცნიერების თქმით, ეს პროცესი სახიფათოა იმის გამო, რომ მცენარეულობის ფართობის ზრდის შედეგად ჭაობების ფართობი იზრდება, რაც მეთანის გამოყოფას უწყობს ხელს.

შეშფოთების კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ის, რომ მიწის ზედაპირი, რომელსაც ყინული აღარ ფარავს, უფრო ადვილად ინარჩუნებს სითბოს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. ამის შედეგად მყინვარების დნობა კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ადამიანის 62 პლაცენტა შეისწავლეს და ყველაში მიკროპლასტმასას მიაგნეს – რას ნიშნავს ახალი აღმოჩენა

მიკროპლასტმასა, ანუ პლასტმასის მიკრონაწილაკები, უკვე თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი, მათ შორის საკვებში, სასმელში, ოკეანეებში, ჩვენს სხეულსა და ღრუბლებშიც კი. მას ადამიანის პლაცენტაში პირველად 2020 წელს მიაგნეს,ახალი კვლევა კი აჩვენებს, რამდენად გავრცელებულია ის ამგვარ ქსოვილებში.

მეცნიერებმა დონაციის გზით მიღებული 62 პლაცენტა შეისწავლეს და საპონიფიკაციის სახელით ცნობილი პროცესის შედეგად მასში ცხიმები და ცილები დაშალეს. შემდეგ ეს ნიმუშები სპეციალურ მოწყობილობაში ძალიან სწრაფად დაატრიალეს და პატარა გუნდად აქციეს.

მომდევნო ეტაპზე მკვლევრებმა პიროლიზის ტექნიკას მიმართეს, რაც პლასტიკური მატერიის გაცხელებას გულისხმობს, რის შედეგადაც ის წვას განიცდის. ავტორებმა სწორედ ამ პროცესში წარმოქმნილი აირი გააანალიზეს, რისთვისაც მას-სპექტრომეტრი გამოიყენეს. ეს ნიმუშში არსებული პლასტმასის ტიპებს ავლენს.

აღმოჩნდა, რომ მიკროპლასტმასა ყველა პლაცენტაში იყო, რომელიც მეცნიერებმა გამოიკვლიეს. კერძოდ, ასეთი ნაწილაკების ოდენობა ქსოვილის თითო გრამში 6.5-დან 750 მიკროგრამამდე მერყეობდა.

ასევე, ნიმუშებში აღმოჩნდა, ნეილონი, პოლივინილ ქლორიდი და პოლისტიროლი.

მიკროპლასტმასას აქვს პოტენციალი, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამგვარი ნაწილაკები 5 მილიმეტრზე ნაკლები ან რამდენიმე ნანომეტრი ზომისაა, საკმაოდ პატარა, რომ ჩვენი ორგანიზმის მემბრანებში შეაღწიოს

„თუ ამ ეფექტს პლაცენტებში ვხედავთ, მაშინ ამან ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა ძუძუმწოვარზე შეიძლება გავლება იქონიოს, რაც კარგი ნამდვილად არაა“, – აცხადებენ ავტორები.

ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა, რომ მიკროპლასტმასა პლაცენტიდან ნაყოფში გადავიდეს. ამის გასაგებად სათანადო კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მხედველობის დაქვეითების მკურნალობა, შესაძლოა, ანტიბიოტიკებით გახდეს შესაძლებელი

ახალი კვლევის თანახმად, ნაწლავის ბაქტერიებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითების სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიბიოტიკები გამოიყენონ.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა ნაწლავის ბაქტერიები თვალების დაზიანებულ ადგილებში, სადაც მხედველობის დაკარგვა კონკრეტული გენეტიკური მუტაციით იყო გამოწვეული.
მკვლევარების აზრით, მათი დასკვნები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გენეტიკურმა მუტაციამ, შესაძლოა, მოადუნოს სხეულის დაცვა და მავნე ბაქტერიების თვალში მოხვედრა და სიბრმავე გამოიწვიოს.
ნაწლავი შეიცავს ტრილიონ ბაქტერიას, რომელთაგან ბევრი ჯანსაღი მონელებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი ასევე შეიძლება პოტენციურად საზიანო იყოს.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ მოულოდნელი კავშირი ნაწლავებსა და თვალებს შორის, რაც, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში სიბრმავის მიზეზი იყოს. ჩვენს დასკვნებს შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი გავლენა CRB1-თან ასოცირებული თვალის დაავადებების მკურნალობის ტრანსფორმირებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ კვლევას კლინიკური ცდებით, რათა დავადასტუროთ, არის თუ არა ეს მექანიზმი ადამიანებში სიბრმავეების გამომწვევი მიზეზი და შეუძლია თუ არა ბაქტერიებზე მიმართულ მკურნალობას სიბრმავის თავიდან აცილება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევარები იკვლევდნენ CBR1 გენის ზემოქმედებას, რომელიც ასოცირდება თვალის მემკვიდრეობით დაავადებასთან, ყველაზე ხშირად ლებერის კონგენიტალური ამავროზისა (LCA) და რეტინიტის პიგმენტოზას (RP) ფორმებთან, და არის LCA-ის შემთხვევების 10%-ის და RP-ის შემთხვევების 7%-ის გამომწვევი მსოფლიოში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქვედა ნაწლავში გენი ებრძვის დაავადებებსა და მავნე ბაქტერიებს, არეგულირებს რა იმას, რაც გადის ნაწლავის შიგთავსსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ეს ბარიერები ბადურასა და ნაწლავებში შეიძლება დაირღვეს, როდესაც გენს აქვს განსაკუთრებული მუტაცია, რომელიც ამცირებს მის ეფექტს და საშუალებას აძლევს ნაწლავის ბაქტერიებს გადავიდნენ სხეულსა და თვალში, რაც იწვევს ბადურის დაზიანეებას და მხედველობის დაკარგვას. კვლევის თანახმად, ამ ბაქტერიების მკურნალობამ ანტიმიკრობული საშუალებებით, როგორიცაა ანტიბიოტიკები, შეძლო თაგვებში მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილება. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს ადამიანებზე შემდგომი კვლევებია საჭირო.

წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 113
Page 19 of 113