close
ვლევებიედიცინასოფლიო

ბუს „ყურებს“ სმენადაქვეითებული ადამიანების მკურნალობაში გამოიყენებენ

ბუ ყური სმენა

მეცნიერები აცხადებენ, რომ კიოტები გვიან ასაკშიც ინარჩუნებენ სმენის კარგ უნარს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, იგივე უნარი შოშიებში აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიოტების „უბერებელი ყურები“ მათ სმენის პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
ფრინველებს შიდაყურის დაზიანების თვითაღმოფხვრის უნარი აქვთ.
გერმანიის ოლდენბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი გეორგ კლუმპი აცხადებს, რომ ბუები სმენის უანრს ხანდაზმულობაშიც ინარჩუნებენ.
,,ფრინველებს შეუძლიათ თავიანთი ყურები ისე „აღადგინონ“, როგორც ადამიანებს – ჭრილობა,“ – განაცხადა კლუმპა. „ადამიანებს არ შეუძლიათ ყურის სენსორული უჯრედები განაახლონ, თუმცა ფრინველები ამას იოლად ახერხებენ,“ – დასძინა მან.
როგორც ჩანს, ადამიანებმა ეს რეგენერაციული უნარი ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე დაკარგეს. ყველა ძუძუმწოვრების მსგავსად, ადამიანებს ხანდაზმულობის პერიოდში სმენა უქვეითდებათ.
კვლევის კომენტირებისას, სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორმა – შტეფან ჰელერმა განაცხადა, რომ მეცნიერები ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის არსებული განსხვავებების დადგენაზე მუშაობენ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Royal Society Proceedings B-ში”| გამოქვეყნებული კვლევა შვიდ კიოტაზე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანდაზმულ ბუსაც კი, რომლის ასაკი 23 წელს აღწევდა, სმენის დაკარგვის პრობლემები არ აღენიშნებოდა.
კიოტები, როგორც წესი, 3 – 4 წლის ასაკამდე ცოცხლობენ. ფრინველები კარგ სმენას ღამით მსხვერპლზე ნადირობისთვის იყენებენ.

 

წყარო: www.sciencemag.org/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid