close
ბიზნესი

Apple-ის პირველი ლოგო

დღეს საკმაოდ ბევრი კომპანიის ლოგოს დასახელება შეგვიძლია, რომელიც თითქმის ყველასთვის ცნობილია, მათ შორის არის Apple-ის ლოგოც. თუმცა ხსენებული კომპანიის ლოგო თავდაპირველად ისეთი სახის არ ყოფილა, როგორიც დღეს ყველამ ვიცით.

კომპანია Apple სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის მიერ შეიქმნა და ჩამოყალიბდა 1976 წელს. როგორც აღმოჩნდა, Apple-ის ლოგომ  1976 წლიდან დღემდე რამდენიმე ცვლილება განიცა. პირველი ლოგოს დიზაინი ეკუთვნის რონალდ ვეინს, რომელზეც გამოსახული იყო გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი, რომელიც ხის ქვეშ ზის და რომელსაც ეს-ესაა ვაშლი დაეცემა თავზე.

პირველი ლოგოს ავტორი, რონალდ ვეინი ალბათ ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო, ასევე თანადამფუძნებელი Apple-ის და ამავდროულად, ყველაზე წარუმატებელი ადამიანიც, რადგან მან სულ რაღაც 800 დოლარად გაყიდა Apple-ის აქციების 10%, ეს რომ არ გაეკეთებინა ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იქნებოდა დღეს.

მართალია, თავდაპირველი ლოგო ორიგინალური და საინტერესო იყო, თუმცა არა შესაფერისი მასობრივი გაყიდვებისთვის, შესაბამისად, აუცილებელი გახდა ლოგოს შემდგომი ცვლილება, რომლის დიზაინერიც რობ იანოვი გახდა და  Apple-ის კომპიუტერებზე სულ მალე გამოჩნდა მარტივი, ადვილად ცნობადი ლოგოტიპი, ფერადი ვაშლის გამოსახულება, თითქმის ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0