close
სტრონომია - კოსმოსისიქოლოგია

ახალი მთვარის ფენომენი – როგორ ვებრძოლოთ ამ პერიოდში არსებულ დაძაბულობას?

18720723_1483770588356587_821234358_o

25 მაისს, დაახლოებით ღამის 23:45 წუთზე დაიწყო ახალი მთვარე, ყველასთვის ცნობილია, რომ მთვარის ფაზების ცვლილება აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასა თუ ფიზიკურ მდგრადობაზე. მოვლენის შესახებ და ამ პერიოდში არსებული დაძაბულობის გადაჭრის გზებზე ახალგაზრდა  ფსიქოლოგსა და ასტროლოგს – გიორგი ლობჯანიძეს გავესაუბრეთ.

მთვარე ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე ახლოს მდებარე მანათობელია და მისი როლი მატერიალურ სამყაროში, შესაბამისად, ძალიან დიდია, ამიტომ კაცობრიობა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ითვალისწინებდა მას.  ახალი მთვარეობის დროს მანათობელი ერთი ახალი მთვარიდან მეორე ახალ მთვარემდე მიაღწევს, ამ პროცესში კი, 29-30 დღის განმავლობაში გაივლის 12 ზოდიაქოს ნიშანს, თითო ნიშანში კი 2,5 დღის განმავლობაში იმყოფება ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის ცოდნა, რადგან თავიდან ავიცილოთ გარკვეული გართულებები, რაც განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს უკავშირდება. მაგალითად, როდესაც მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს, სასურველია, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მოერიდონ გულთან, ხერხემალთან, სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათზე მკურნალობას, ვინაიდან ამ პერიოდში მეტადაა დატვირთული ეს მხარე, რაც უკუშედეგის მომტანი გახდება.

ციური სხეულების ადამიანთან, მის ბედსა თუ განწყობასთან დაკავშირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და მისი საფუძვლები, საბაზისო ცოდნა კარგად არის ბერძნულ და რომაულ მითოლოგიებშიც აღწერილი, გიორგის თქმით ასტროლოგიური ცოდნა არც რელიგიისთვისაა უცხო რისი მაგალითიცაა იესოს დაბადება, როცა სამი მოგვის წინასწარმეტყველებამ ფაქტობრივად გადაარჩინა ის ნაადრევი სიკვდილისგან.

საინტერესო ფაქტია, რომ მაგალითად ძველი ქართველები, ,,ნამგალა” მთვარეს ანახვებდნენ მონეტებს, ფულს და სწამდათ, რომ ეს ბარაქიანი მოსავლის მომტანი იქნებოდა, დღესაც ბევრს სწამს, რომ ამგავრი ქცევით შესაძლებელია ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება.

მიუხედავად ახალი მთვარის  მოვლენის ხანმოკლეობისა, მისი ზეგავლენა ადამიანებზე და გარემოზე საოცრად დიდია, ტრადიციულად ახალი მთვარის პერიოდი მოითხოვს დიდ ყურადღებას, კოსმოსი ყველა ჩვენგანას ამოწმებს ასეთ დღეებში, ამიტომ გვმართებს მეტი თავდაჭერა. კარგი იქნება თუ ამას ასევე წყნარად შევხვდებით, ზედმეტი აგრესიის გამოვლენისა და ჩხუბის გარეშე, გახსოვდეთ, მოთმინებით ბევრს შეძლებთ-აღნიშნავს გიორგი.

ემოციური არამდგრადობა, ჯერ კიდევ წინა დღით იწყება და ახალი მთვარის მომდევნო დღეებშიც გრძელდება.  ესაა ე.წ. გამოცდების პერიოდი,  ადამიანი იღებს კოსმიურ გამოცდას და განიცდის სერიოზულ, როგორც ემოციურ, ისევე შიდა-ბიოლოგიურ დისკომფორტს.  ამ  დროს ადამიანები უფრო გაღიზიანებულნი და ადვილად ფეთქებდანი არიან, განსაკუთრებით კი, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი.

თუმცა, კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია და ძალიან კარგია, თუ ადამიანი ამ პერიოდში დაისვენებს ბუნებაში, კარგია ლოცვაც, მედიტაცია, იოგა, დადებითი ენერგიით დამუხტვა. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანის ჯანმრთელობა ახალმთვარეობისას საგრძნობლად უარესდება ამიტომაც მიზანშეწონილია სათანადო მედიკამენტების მიღებაც. ამასთანავე, თუკი ახალი მთვარის პერიოდში აქტიური დასვენება ნაყოფიერია, როგორც შინაგანი სიმშვიდის, ისევე სამომავლო პროდუქტიულბისთვის, ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული ახალი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

აღსანიშნავია, რომ ახალმთვარეობისას შედარებით უფრო დაძაბულები მამაკაცები და მამაკაცური ბუნების ადამიანები უფრო არიან, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ამიტომ მათთან საუბრის დროსაც კი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს გაუგებრობა.  ,,საჭიროა, რომ ამ დღეს შეხვდეთ პოზიტიურად, მშვიდ გარემოში,  ახალ მთვარეს ახალი ენერგიით უნდა მიეგებოთ, დანარჩენი კი თუ სად ხდება მოქმედება კონკრეტულ ვითარებაში, ვგულისხმობ ცალკეულ ინდივიდებს, ეს უკვე პირადი რუქების თემაა – აღნიშნავს გიორგი ლოჯბანიძე.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld