close
ტექნოლოგიები

,,სამსუნგის” ახალ 146–ინჩიან ტელევიზორს ,,კედელი” ჰქვია

,,სამსუნგის” ახალ მოდელს სახელი ალბათ ზომის გათვალისწინებით შეურჩიეს და კედელი დაარქვეს, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ახალი ტელევიზორის თვისებებზე, რომ მას შეუძლია შეიცვალოს ზომა.

სამსუნგმა განაცხადა, რომ „კედელი“ არის მსოფლიო ტექნიკაში ახალი სიტყვა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ტელევიზორს მიაღებინოს სასურველი ზომა, როგორიც საცხოვრებელი სახლის საძინებელს, ან მათთვის სასურველ ოთახს შეესაბამება.

ახალი ტელევიზორის დიაგონალური ზომა 146–ინჩია. ამ ზომის ტელევიზორი უნდა განათავსოთ კედელზე ან ჩაამონტაჟოთ მასში.

ახალი ტექნიკა არის ძალიან თხელი და მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის ჩვენებას.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid