close
AMGექნოლოგიები

ადამიანი, რომელსაც აპლიკაციების ჯადოქარი შეარქვეს

uberi

 ყველაზე დიდი მოთხოვნის აქციების მქონე კომპანია ამერიკაში ,,TWILIO-ა”. არადა, ალბათ ეს სახელი არც კი გაგიგონიათ. ის cloud-ის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას საკომუნიკაციო ქსელს ქმნის.

2011 წლის ოქტომბერში „Uber-ი“ ჯერ კიდევ პატარა კომპანია იყო, რომელიც სან-ფრანცისკოს მიღმა გაფართოებას იწყებდა. კომპანიამ მომხმარებლებს ი-მეილი გაუგზავნა, რომლითაც პრობლემის შესახებ ატყობინებდა: „Uber-ის”  SMSპროვაიდერი, Air2Web-ი, გეგმურად გამოირთვებოდა ანუ, „Uber-ის” ზოგიერთი სერვისი, მაგალითად, შეტყობინებები და SMSმოთხოვნები, დროებით ვერ იმუშავებდა. ,,თუ მოგვწერთ და სწრაფ პასუხს ვერ მიიღებთ, არ იფიქროთ, რომ არ გვინდა პასუხის გაცემა. უბრალოდ, არ შეგვიძლია!” – ეწერა „Uber-ის” ირონიულ წერილში – ,,Air2Web-ისადმი” გაღიზიანება აშკარად იყო შენიღბული.

ი-მეილმა თავი ჯეფ ლოუსონის, ქალაქის საპირისპირო მხარეს მდებარე სტარტაპის, „Twilio-ს” აღმასრულებელი დირექტორის ინბოქსშიც ამოჰყო. „Twilio“ cloud-ზე დაფუძნებულ ტექსტურ და ხმოვან კომუნიკაციაზე მუშაობს. დაბალი, ჩასკვნილი, მელოტი, მართკუთხა სათვალეებისა და მრგვალი სახის პატრონი ლოუსონი ჯორჯ კოსტანზას დუბლიორად გამოდგებოდა, ოღონდ ერთი კი ისაა, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ლოუსონი არც მოუხერხებელია და არც ნევროზული. ის თავმდაბალი და სასიამოვნო ხასიათის კაცია და სტარტაპების დამფუძნებელთათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობისა და მანერულობის დეფიციტს ინჟინრული ჟინითა და ანტრეპრენიორული დისციპლინით ანაზღაურებს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid