close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა მაღალი არტერიული წნევის ახალ მიზეზს მიაგნეს და მკურნალობის შესაძლო მეთოდიც დაადგინეს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის კონკრეტული რეგიონი შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სისხლის მაღალი წნევის განვითარებას უწყობდეს ხელს.

კვლევა, რომელიც ბრაზილიის სან-პაულუს უნივერსიტეტისა და ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მიუთითებს, რომ ლატერალური პარაფაციალური რეგიონი (pFL) დაკავშირებულია როგორც სუნთქვის რეგულაციასთან, ისე სისხლძარღვების შევიწროებასთან, რაც არტერიული წნევის მატებას იწვევს.

მეცნიერებმა ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ pFL ნეირონების გააქტიურება ზრდის სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობას და შესაბამისად — სისხლის წნევას. ხოლო ამავე რეგიონის ინაქტივაციის შემთხვევაში, წნევა ნორმალურ მაჩვენებლამდე მცირდება.

კვლევის ავტორების შეფასებით, ეს მექანიზმი შესაძლოა ხსნიდეს, რატომ ვერ კონტროლდება ჰიპერტენზია ბევრ პაციენტში, მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობისა. ასევე, აღნიშნული აღმოჩენა გარკვეულ კავშირს აჩვენებს ძილის აპნოესა და მაღალი წნევის შორის.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ამ ეტაპზე მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი საფუძველია ახალი თერაპიული მიდგომების შესამუშავებლად. კერძოდ, ისინი მუშაობენ მეთოდზე, რომელიც კაროტიდული ჯირკვლების გავლით შეძლებს pFL რეგიონის კონტროლს და არტერიული წნევის რეგულაციას.

კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Circulation Research.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0