close
მედიცინა

გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლის ტრანსპლანტაცია ადამიანის სხეულში — მედიცინის ახალი ეპოქა

ჩინელმა ქირურგებმა მნიშვნელოვან სამედიცინო წარმატებასმიაღწიეს — მათ გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი ჩანერგეს ადამიანის სხეულში. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევაა ქსენოტრანსპლანტაციის სფეროში, რაც სხვადასხვა სახეობას შორის ორგანოების გადანერგვას გულისხმობს.

ოპერაცია ჩატარდა სიანის ქალაქში მდებარე „შისზინის“ კლინიკაში. მეცნიერებმა ღორის ღვიძლი ადამიანის მუცლის ღრუში ჩააშენეს, ისე რომ იგი პარალელურად ფუნქციონირებდა პაციენტის საკუთარ ღვიძლთან ერთად. მხოლოდ ორ საათში ღორის ღვიძლმა ფუნქციონირება დაიწყო, გამოიმუშავა ნაღველი და ცილები, რაც ღვიძლის გამართული მუშაობის ნიშანია.  ეს შემთხვევა პირველი იყო, როდესაც ღორის ღვიძლი უშუალოდ ადამიანის სხეულში იმპლანტირდა და წარმატებით იმუშავა.

ღვიძლი მომზადებული იყო სპეციალურად ამ მიზნით — მასში შვიდზე მეტი გენეტიკური ცვლილება განხორციელდა, რაც ამცირებს იმუნური უარყოფის რისკს და მას ადამიანთან უფრო თავსებადს ხდის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ორგანოთა დონორების ნაკლებობა მთელ მსოფლიოში მწვავე პრობლემად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღწევა სამედიცინო საზოგადოებაში დიდ იმედებს აჩენს, იგი ასევე ეთიკურ კითხვებს წარმოშობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0