close
მედიცინა

აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო ორი ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება დაამტკიცეს

აშშ–ის სურსათისა და მედიკამენტებისადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ ორი ანტივირუსული მედიკამენტი : კომპანია „ფაიზერის“„პაქსლოვიდი“ და კომპანია „მერკისა” და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა.

კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია.

დაინფიცირების ადრეულ ეტაპზე პრეპარატ„მოლნუპირავირის“ გამოყენება კი ჰოსპიტალიზაციის რისკს 30%-ით ამცირებს.

შეერთებულ შტატებს „პაქსლოვიდის“ 10 მილიონი კურსისთვის და „მოლნუპირავირის“ 5 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის შესყიდვაზე კონტრაქტები გაფორმებული აქვს. „პაქსლოვიდის“ ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია, „მოლნუპირავირის“ კი – 700 აშშ დოლარი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზდა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0