close
კულტურასაქართველო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება.

ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი თარგმანებისა და გამოცემების კატალოგი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის.

კატალოგში გაერთიანებულია 2010-2018 წლების გერმანულენოვანი გამოცემები, რომელთა უმრავლესობა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყანის სტატუსითაა წარდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid