Just Mom Blog – სწორედ ამ სახელით გაიცნო საზოგადოებამ 31 წლის ქართველი ემიგრანტი – ნათია ხმალაძე, რომელიც გამომწერებს დანიაში ცხოვრების თავისებურებებს მოუთხრობს. როდესაც სამი წლის წინ, მისმა მეუღლემ სამსახურეობრივი შემოთავაზება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „ბედნიერ“ ქვეყანად წოდებული დანიიდან, ნაკლებად წარმოედგინა ის კულტურული თავისებურებები, რომელთა შესახებაც ახლა საზოგადოებას უამბობს, განსაკუთრებულ აქცენტს კი, ადგილობრივ განათლების სისტემაზე აკეთებს.
– რამდენად რთული აღმოჩნდა კულტურულ-სოციალური ადაპტაცია უცხო ქვეყანაში?
– სოციალური ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო. დანიელების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკში თითქმის აღარ იჩენს მეგობრებს, ამიტომ მსგავსად ჩაკეტილ საზოგადოებაში ინტეგრირება ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, ჩემთვის პირადად ყველაზე რთული კლიმატთან შეგუება აღმოჩნდა, ადგილობრივი ამინდი გაცილებით მკაცრია, ვიდრე წარმოვიდგენდი. რაც შეეხება პატარას, როცა დანიაში გადავედით, ჩემი შვილი მხოლოდ 1 წლისა და 8 თვის იყო, ამიტომ ეს პროცესი მისთვის გაცილებით უმტკივნეულო აღმოჩნდა. ძალიან ვნერვიულობდი, როგორ შეეგუებოდა ბაღს, უცხო ენას და ბევრ ახალ ბავშვს, მაგრამ პირველივე დღეს გაიჩინა მეგობრები და დღემდე დიდი სიხარულით მიდის ბაღში.

– სკანდინავიის ქვეყნებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრ რამეში განსხვავებული მიდგომები აქვს – ტრადიციებში, ცხოვრების სტილში, ჯანდაცვის სისტემაში, პროდუქტებშიც კი. აქ ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ საინტერესო იქნებოდა აქაური ყოველდღიურობის გაზიარება და ერთობლივად ძიება იმ საიდუმლოსა, თუ რაში იმალება „დანიური ბედნიერება“.

– დანიური საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო რომ მე-9 კლასამდე (15–16 წლის ასაკამდე) ხშირად საერთოდ არ იწერება ნიშნებს. სწავლა ყველგან უფასოა – მათ შორის უნივერსიტეტშიც. დანიის განათლების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კრეატიულობის განვითარებას. მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთის თანასწორებად მიიჩნევიან (მიმართავენ სახელებით, აქვთ ღია დისკუსიები). ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ თამაშზე დაფუძნებული მეთოდით, ყველაფერი ეს ძალიან მიმზიდველია და მართლა ვისურვებდი, რომ საქართველოს განათლების სისტემაშიც ფართოდ დანერგილიყოს.

–მგონია, რომ თითქმის ყველაფერი განსხვავდება – საკვებიდან დაწყებული, ადათ-წესებით დამთავრებული. თუმცა საერთო ინტერესებიც გვაქვს. მაგალითად, დანიელებს ძალიან უყვართ სიმღერა – როცა ოჯახური და სამეგობროს შეკრებები ყოველ სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს. ჩვენ, ქართველებსაც, ძალიან გვიყვარს სიმღერა, ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მსგავსებაა ამ ორ კულტურას შორის.

-გირჩევდით, იყოთ ფსიქოლოგიურად და მენტალურად მდგრადი. დანია მკაცრი კლიმატისა და საკმაოდ მომთხოვნი საზოგადოების ქვეყანაა, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია შინაგანად მზადყოფნა და გამძლეობა.
–და ბოლოს, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
-ამ ეტაპზე ხანგრძლივი გეგმა არ გვაქვს, ამიტომ რთულია თქმა, სად ვიქნებით ერთ ან ორ წელიწადში. თუმცა ერთადერთი სურვილი მაქვს – ჩემს შვილს ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, სადაც არ უნდა გადაწყვიტოს ცხოვრება.







