close
ს საინტერესოაომუნიკაცია

„ტიკ-ტოკი“ 13 წლამდე ბავშვების შესახებ ინფორმაციის უკანონიდ მოპოვების გამო 5.7 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ფჰდფჯს

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ პოპულარული ჩინეთში შექმნილი აპლიკაცია „ტიკ-ტოკი“ 13 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, მშობლების თანხმობის გარეშე მოპოვების გამო 5.7 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვების მონაცემთა კონფიდენციალობის დარღვევისთვის დღემდე ამ ოდენობის თანხით არავინ დაუჯარიმებიათ.

აპლიკაცია „ტიკ-ტოკი“ სტარტაპ ByteDance-ის ეკუთვნის. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის ჯარიმა დაკავშირებულია ვიდეო გაზიარების აპლიკაცია Musical.ly-თან, რომელიც ByteDance-მა 2017 წელს შეიძინა და მოგვიანებით ის „ტიკ-ტოკთან“ გააერთიანა.

სავაჭრო კომისიის განმარტებით, Musical.ly-თან დაკავშიებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის იყენებდა შემაშფოთებელ პრაქტიკას, მათ შორის ბავშვების ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა სახის ინფორმაციის მოპოვებას და მის საჭიროზე უფრო ხანგრძლივად შენახვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ტიკ-ტოკმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის მომხრეა ისეთი ზომების გატარების, რაც მომხმარებელს დაიცავს.

კომპანიის ინფორმაციით, მან ამერიკელი ახალგაზრდა მომხმარებლისთვის ცალკე აპლიკაცია შექმნა, რითაც მათ ვიდეოს გაზიარება, დაკომენტარება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ე.წ. „დაფოლოვერება“ ან  პროფილის შექმნა არ შეეძლებათ.

ცნობისათვის, აპლიკაცია „ტიკ-ტოკს“, რომლის საშუალებითაც ვიდეოების ატვირთვა და გაზიარებაა შესაძლებელი, ნახევარ მილიარდზე მეტი გამომწერი ჰყავს მსოფლიოში.

წყარო :CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2