close
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ჰანიბალის ჯარში საბრძოლო სპილოების არსებობის მტკიცებულება იპოვეს🐘

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის მიერ რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებულ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოების გამოყენების პირველი მატერიალური მტკიცებულება იპოვეს. სამხრეთ ესპანეთში, კორდოვას მახლობლად, არქეოლოგებმა რკინის ხანის ფენების გათხრებისას სპილოს ტერფის ძვალი აღმოაჩინეს.

ჰანიბალის არმიაში საბრძოლო სპილოების არსებობის შესახებ ანტიკური ხანის ისტორიკოსები, პოლიბიოსი და ტიტუს ლივიუსი, თავიანთ ნაშრომებში წერდნენ.

არქეოლოგებმა, პროფესორ რაფაელ მ. მარტინეს სანჩესის ხელმძღვანელობით, ძვალი დანგრეული კედლის ქვეშ, კოლინა დე ლოს კემადოსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნაპოვნი ნაშთი სწორედ მეორე პუნიკური ომის პერიოდს (ძვ. წ. 218-201 წწ.) მიეკუთვნება. გათხრებისას ნაპოვნი არტილერია, მონეტები და კერამიკა კი დამატებითი მტკიცებულება გახდა იმისა, რომ სპეციალისტები უშუალოდ ბრძოლის ველს იკვლევდნენ. ვინაიდან სპილოები ევროპაში არ ბინადრობდნენ, მეცნიერთა დასკვნით, ისინი იქ გემებით უნდა გადაეყვანათ.

„სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ევროპაში არქეოლოგები ძალიან იშვიათად პოულობენ სპილოების ნაშთებს. ეს ძვალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა იმ ლეგენდარულ სპილოთაგან ერთ-ერთს, რომლებიც ჰანიბალმა ალპებში გადაიყვანა“, – აღნიშნულია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სპეციალისტების ვარაუდით, ნაპოვნი ძვალი ეკუთვნოდა ცხოველს, რომელიც ალპების გადაკვეთამდე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახეობის დადგენა რთული იქნება, აღმოჩენა წერტილს უსვამს მრავალწლიან ეჭვებს ჰანიბალის არმიის შემადგენლობის შესახებ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0