close
ვლევებიედიცინა

400 წლის მუმიამ შესაძლოა ჰეპატიტი B-ზე მეცნიერების წარმოდგენა შეცვალოს

B ჰეპატიტი ჩუტყვავილა

დაახლოებით 1569 წელს გარდაცვლილი 2 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი არა ჩუტყვავილაა, როგორც ამას აქამდე ფიქრობდნენ, არამედ ჰეპატიტი B.

ამის შესახებ McMaster University-ის მეცნიერებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ეს ფაქტი იმისი მტკიცებულებაა, რომ საიდუმლო დაავადება ადამიანებში საუკუნეებია არსებობს.

საუბარია ბავშვზე, რომელიც იტალიაში დაახლოებით 440 წლის წინ დამარხეს. მისი სხეულის ექსჰუმირება 1983-1985 წლებში განხორციელდა და მის სხეულზე ნაყვავილარის კვალი მეცნიერებს იმის ფიქრის საფუძველს აძლევდა, რომ ბიჭი ჩუტყვავილასგან გარდაიცვალა. აღმოჩენა ამ ვირუსის უძველეს მტკიცებულებად მიიჩნეოდა.

თუმცა, ახალი მტკიცებულების თანახმად, ეს ყვავილი არ იყო.

ბავშვებში ჰეპატიტმა B-მ, ღვიძლის ინფექციამ, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 786,000 ადამიანს კლავს, შესაძლოა სახეზე, ფეხებზე, დუნდულებსა და მკლავებზე გამონაყარი გამოიწვიოს. ამის გამო მოხდა არასწორი დიაგნოზირება და მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა იყო.

იმის დასადგენად, დაავადება ნამდვილად ჰეპატიტი B იყო თუ არა, მეცნიერებმა მუმიის კანისა და ძვლისგან ნიმუშები აიღეს. მასში ჰეპატიტ B-ს გენომი აღმოჩნდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შედეგებმა აჩვენა მჭიდრო ურთიერთობა მე-16 საუკუნის ჰეპატიტი B- სა და თანამედროვე ჰეპატიტის B- ს შორის. რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ვირუსი დიდად არ განვითარებულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ვირუსები სწრაფად ვითარდება.

მეცნიერებმა ვერ იპოვეს დროებითი სტრუქტურა ვირუსის ვერც მე-16 საუკუნის და ვერც თანამედროვე ვერსიებში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, დროსთან ერთად, ევოლუციური ცვლილება მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ვერ გამოიყენეს მოლეკულური საათის მეთოდი, რათა ვირუსის წარმოშობა შეეფასებინათ.

მიუხედავად ამისა, აღმოჩენამ ჰეპატიტის B-ს ისტორიას გარკვეულწილად ნათელი მოჰფინა. ის შესაძლოა ინახავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ შეიძლება დღეს დაავადების მართვა.

,,რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს წარსულის პანდემიის და ეპიდემიის მოქმედების შესახებ, გაცილებით მეტია ჩვენი თანამედროვე ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და ვრცელდება პათოგენური მიკროორგანიზმი დღეს და ეს ინფორმაცია მათ კონტროლში გვეხმარება,“-  აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid