close
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინი

იტალიაში „არქიტექტურის მამის“, ვიტრუვიუსის ბაზილიკა აღმოაჩინეს

იტალიის ქალაქ ფანოში უძველესი ბაზილიკის ნანგრევები აღმოაჩინეს. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ის „არქიტექტურის მამამ“, ვიტრუვიუსმა ააგო. სპეციალისტების შეფასებით, ნაგებობა 2000 წლის წინ ააგეს.

„ეს სენსაციური აღმოჩენაა, რომლის შესახებაც ჩვენი შვილიშვილებიც კი ისაუბრებენ“, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯულიმ პრესკონფერენციაზე.

ფანოს მერის, ლუკა სერფილიპის თქმით, მეცნიერები ამ ბაზილიკას 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. არქეოლოგიურმა ინსპექტორმა ანდრეა პესინამ აღნიშნა, რომ შენობის იდენტიფიცირება ვიტრუვიუსის წიგნებში არსებული აღწერილობების მიხედვით მოხდა.

ბაზილიკა მართკუთხა ფორმის იყო, გრძელ მხარეს 10 სვეტით, ხოლო მოკლეზე – ოთხით. გათხრებისას ოთხი მათგანის კვალი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა ვიტრუვიუსის აღწერილობის მიხედვით გამოთვალეს, თუ სად უნდა ყოფილიყო ზედა მარჯვენა კუთხის სვეტი და ის მაშინვე იპოვეს.

„არქეოლოგიაში ცოტა რამ თუ შეიძლება ითქვას დანამდვილებით… მაგრამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა დამთხვევის სიზუსტემ“, – დასძინა პესინამ. შემდგომი გათხრები დაადგენს, არის თუ არა მიწის ქვეშ ნაგებობის სხვა ნაწილები და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ადგილის დამთვალიერებლებისთვის ჩვენება.

ვიტრუვიუსი ძველი რომაელი არქიტექტორი და მექანიკოსი იყო, რომელიც ძვ.წ. 80-15 წლებში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი ტრაქტატით „10 წიგნი არქიტექტურის შესახებ“, რომელშიც მან იმ დროის სამშენებლო ხელოვნების ცოდნა შეაჯამა და, კერძოდ, ჩამოაყალიბა არქიტექტურის „სამი კანონი“ = ცნობილი „ვიტრუვიუსის ტრიადა“: სიმტკიცე, სარგებლიანობა, სილამაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0