close
ასტრონომია - კოსმოსი

17 წლის სტაჟიორი NASA-ს პლანეტის აღმოჩენაში დაეხმარა

17 წლის ვულფ ცუკიერმა NASA-ში სტაჟირების მესამე დღეს აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც ორ ვარსკვლავს ირგვლივ ბრუნავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უფროსი კლასების მოსწავლე სტაჟირებას ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში, მერილენდში გადიოდა. მას ტელესკოპ TESS-ის მონაცემების შესწავლა დაავალეს. მასალებთან მუშაობის მესამე დღეს ცუკიერმა ეკზოპლანეტა TOI 1338 b აღმოაჩინა. ეს ტელესკოპის მიერ ნაპოვნი პირველი პლანეტაა ბინარულ სისტემაში.

პლანეტა დედამიწაზე 6.9-ჯერ მძიმეა, მზის სისტემიდან 1 300 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ვულფ ცუკიერი პლანეტის შესახებ სამეცნიერო სტატიის თანაავტორი გახდა. ნაშრომზე მასთან ერთად გოდდარდის ცენტრის, სან-დიეგოს და ჩიკაგოს უნივერსიტეტების სპეციალისტები მუშაობდნენ.

ახალ პლანეტას სახელწოდება ჯერ არ შეურჩიეს, თუმცა თავად ცუკიერი მას ტატუინს ეძახის – „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი პლანეტის საპატივცემულოდ, რომელიც ასევე ორ მზეს ირგვლივ ბრუნავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0