რა არის კაცობრიობის ჭეშმარიტი საწყისები?
წარსულის უამრავი უძველესი არტეფაქტი არსებობს, რომელიც დღესაც საგონებელში გვაგდებს. როგორ ქმნიდა უძველესი ცივილიზაცია ასეთ რთულ და განვითარებულ ტექნოლოგიებს? წარსულიდან ძალიან ბევრი მისტერიული საგანი ახლა ხდება ცნობილი ჩვენთვის. სავარაუდოდ, კიდევ უამრავი რამ ამ ეტაპზე უხილავია ადამიანის თვალისთვის.
აქ არის ჩამოთვლილი ამ დროისთვის ყველაზე საოცარი აღმოჩენები.
1. ლონდონის არტეფაქტი – ეს არტეფაქტი სავარაუდოდ ისეთი ძველია, რომ მისი ხის სახელურის ნაწილი ქვანახშირადაა ქცეული. ცნობილია, რომ ქვანახშირის შექმნას მილიონობით წელი სჭირდება, მაშინ როგორ არის ეს შესაძლებელი? რამდენი ხნის შეიძლება იყოს ეს არტეფაქტი?



5. ვინიპესაუკეს ტბის მისტერიული ქვა – ქვის ასაკი, მიზანი და წარმოშობა უცნობია. იგი აღმოაჩინა 1880 წლის ბოლოს მუშების ჯგუფმა. ქვის ერთი მხარის რელიეფი გვიჩვენებს სიმინდის და სხვადასხვა უცნობი ობიექტების ფიგურებს. მეორე მხარე უფრო აბსტრაქტულია, გამოხატულია ისრის, მთვარის, სხვადასხვა წერტილების და სპირალის სურათები. რას შიძლება ეს ნიშნავდეს?


8. ბაღდადის ბატარეები – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ეს 2000 წლის ბატარეები აღმოაჩინეს ბაღდადის გარე უბანში, Khujut Rabu-ში. ამდენი ხნის წინ ქმნიდნენ კი ასეთ ბატარეებს? ეს არტეფაქტები გვიჩვენებს, რომ ადრე ხალხი უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე ჩვენ.
9. პირი რეის რუკა – ეს უცნაური რუკა შეიქმნა 1513 წელს პირი რეის მიერ. რუკა შექმნილია მანამ, სანამ რაიმე საჰაერო ტექნოლოგია შეიქმებოდა. რუკა გვიჩვენებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს და ანტარქტიკის ჩრდილოეთ სანაპიროს. როგორ არის შესაძლებელი? საჰაერო ბურთებით? დისტანციური თვალით? ეს არავინ იცის.
10. კოსტა რიკას ქვის სფეროები – არსებობს შესანიშნავად მოჩუქურთმებული დაახლოებით 3000 სხვადასხვა ტიპის ქვა. არ არსებობს ახსნა, თუ რატომ, როგორ, ან როდის მოათავსეს ისინი აქ. როგორ მოაჩუქურთმეს ეს ქვები ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე? სამყარო იმაზე უფრო ყოვლისმომცველი და ფართოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.
წყარო: The Spirit Science
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”











