ჩინეთმა შესაძლოა 100 ათასი იხვი გაგზავნოს მეზობელ პაკისტანში, სადაც კალიების შემოსევაა. ამის შესახებ BBC წერს.

მთავრობის გეგმამ ჩინეთის სოციალური ქსელები გაახალისა. „წინ, იხვებო! იმედია ცოცხლები დაბრუნდებით“, – დაწერა Twitter-ის მსგავსი მიკრობლოგის Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „გმირი იხვები მტრის პირისპირ“, – წერს მეორე.
თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ იხვებს კალიებთან საბრძოლველად უძველესი დროიდან იყენებდნენ, შესაძლოა მათ პაკისტანში გაუჭირდეთ, რადგან წყალი სჭირდებათ, იქ კი ძირითადად უდაბნოში მოუწევთ „მუშაობა“. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩინეთის მთავრობა ტესტირების დასრულების შემდეგ მიიღებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“






