close
საქართველო

შესაძლოა საქართველოში აბორტი აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს.

ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის წევრს ალექსანდრე ერქვანიას ეკუთვნის.

პირველი მოსმენა დღეს, 2 ოქტომბერს,  უნდა გაიმართოს.

საქართველოში არსებული კანონმდებლობით, აბორტი დასაშვებია 12 კვირამდე. ამ ვადაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

წარმოდგენილი კანონპროექტით ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კანონპროექტით იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.

პროექტის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა იკრძალება და აღნიშნული ქმედება ხდება დასჯარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0