close
ემიგრანტისაქართველო

ქართველი მწერლის ახალ რომანს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა HarperCollins-ი გამოსცემს

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი DAS MANGELNDE LICHT (The Lack of Light) ჯერ გერმანულადაც არ დაბეჭდილა, მაგრამ წიგნის გამოცემის საავტორო უფლება უკვე შეიძინა ძალიან ცნობილმა და ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“( HarperCollins Publishers). ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი (გერმანულენოვანი) ავტორის წიგნი ამერიკაში გამოიცემა. ნინოს ახალი რომანის (ქართული სამუშაო სათაურით „უკმარი სინათლე“) მოგზაურობა მსოფლიოში მალე დაიწყება.

ახალი ამბავი ნინოს გერმანულმა გამომცემლობამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის დღეს, უკვე ტრადიციად ქცეულ, ნინო ხარატიშვილის ევროპელი გამომცემლების შეხვედრაზე გაახმაურა.

„ვიცი, რომ ამერიკაშიც უნდა ჩავიდე, იგეგმება გაცნობა, გეგმების შედგენა. ჯერ ბევრი მეც არაფერი ვიცი. სულ ახალი ამბავია, დარეტიანებული ვბრუნდები ფრანკფურტიდან“ – გვითხრა ბერლინისკენ მიმავალმა ნინომ.

ამერიკის წიგნის ბაზარზე შესვლა გერმანიისთვისაც კი რთული ამბავია, ამიტომ ნინოს სიხარულიც გასამმაგებულია, თან უკვე ცნობილია, რომ ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა იქნება და ამ ერთი წიგნის გამოცემით არ დასრულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response