close
ეს საინტერესოა

ფრენამდე 30კგ ფორთოხალი შეჭამა ოთხმა მგზავრმა ბარგის გადასახადისგან თავის ასარიდებლად

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინციაში, ჩანგშუის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ზედმეტი გადასახადისგან თავის არიდების მიზნით ოთხმა მგზავრმა 30 კილოგრამი ფორთოხალი შეჭამა ფრენამდე, რასაც დაახლოებით 20-30 წუთი დასჭირდა.

მივლინებაში მყოფი 4 მეგობარი აეროპორტში ფორთოხლების ყუთით მივიდა, რაშიც 50 იუანი გადაიხადეს, ფორთოხლის ჭამა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აეროპორტის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ ბარგისთვის დამატებით 300 იუანი(47 დოლარი) უნდა გადაეხადათ, რაც 6-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 30 კილოგრამი ფორთოხლის ღირებულება. მეგობრებს შესაბამისი თანხა არ აღმოაჩნდათ, ამიტომ ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ციტრუსის შეჭმა  გადაწვიტეს. ფორთოხლის მთელი ყუთის დასრულების შემდეგ მეგობრებს პირის ღრუში წყლულები გაუჩნდათ.

რასაკვირველია, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვინმეს ბარგის გადასახადის თავიდან აცილების მიზნით მსგავსი უცნაური საქციელი ჩაედინოს. მაგალითად, 2018 წელს მხატვარმა, სახელად რაიან უილიამსს 8 შარვალი და 10 პერანგი ეცვა ფრენის განმავლობაში, როდესაც ის ისლანდიიდან ბრიტანეთში მიფრინავდა.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0