close
ეკოლოგია

უცნობმა ვირუსმა ავსტრალიაში ასობით თუთიყუში მოკლა

ავსტრალიაში უცნობმა ვირუსმა ასობით ფრინველი მოკლა. როგორც მედია წერს, იქედან გამომდინარე, რომ დაავადება ახლო კონტაქტით სწრაფად ვრცელდება, მას კორონავირუსსაც ადარებენ.

ექსპერტებს უჭირთ იმის ახსნა, რამ გამოიწვია ეს ვირუსი, რომელიც ახლო კონტაქტით სწრაფად ვრცელდება, თუმცა განმარტავენ, რომ ეს მდგომარეობა ლორის პარალიზის სინდრომით არის ცნობილი.

გრიფითის უნივერსიტეტის პროფესორის, დერილ ჯონსის თქმით, ქალაქ ბრიზბენში უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი Covid-19-თან არ არის დაკავშირებული, აქვს მნიშვნელოვანი მსგავსება, რადგან ფრინველთა მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება.

პროფესორის თქმით, ცნობილია, რომ მსგავსი ფაქტი აღმოსავლეთ ავსტრალიაში 70-იან წლებში დაფიქსირდა, წელს კი – ძირითადად ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე შტატ, კუინზლენდში, ასევე – სანაპიროზე.

ლორი არის თუთიყუშის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ადამიანის ხმის კოპირებას ყველაზე უკეთ ახერხებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0