close
ეკოლოგია

ტყის ხანძარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება

უკრაინაში 4 აპრილიდან მძვინვარე ტყის ხანძარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცეცხლი მდინარე პრიპიატის მარცხენა ნაპირზე გავრცელდა და ატომურ სადგურს უახლოვდება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში ბუჩქნარი და ბალახი იწვის. ხანძარს 366 მეხანძრე და ტექნიკის 88 ერთეული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი ებრძვის.

ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა. 9 აპრილს პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0