close
მსოფლიო

WHO-ს მკვლევარებს, რომლებმაც უნდა გამოიკვლიონ COVID-19-ის ზუსტი წარმოშობა, ჩინეთში არ უშვებენ

COVID-19-ის ზუსტი წარმოშობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) პეკინთან მოლაპარაკებას რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ გადაწყდა, რომ გამოძიება იანვარში დაიწყებოდა და ქალაქ უჰანში, სადაც COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, WHO-ს 10-კაციანი გუნდი გაემგზავრებოდა. თავდაპირველად 2 მკვლევარი მიემგზავრებოდა, თუმცა ჩინეთის ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი იმედგაცრუებულია, რადგან ჩინეთს ჯერ კიდევ არ გაუცია ნებართვა მკვლევართა გუნდის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ჩინეთი აღნიშნულ საკითხს აპროტესტებს და ამბობს, რომ მკვლევართა ჯგუფის ვიზიტის დეტალები და თარიღები ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ შესაძლოა რაიმე გაუგებრობას აქვს ადგილი. ის დაზუსტებით ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას მჭიდრო კავშირი აქვს WHO-სთან, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა თუ რეგიონში არის ვირუსის ლოკალური აფეთქებები და პრევენციისთვის სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ, ჩინეთი კი ასე მუშაობს. სპიკერის თქმით, ხელისუფლებას ახლაც აქვს ხშირი კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თარიღებთან დაკავშირებით.

აღნიშნული გაურკვევლობა ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა COVID-19-ის წარმოშობის საკითხი ძალზედ სადავოა და მეცნიერებს სურთ დაწვრილებით გამოიკვლიონ ვირუსის ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემა და არსებობდა თუ არა ათწლეულების განმავლობაში ვირუსი სხვა ცხოველებში.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response