close
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

საქართველოში პირბადეების წარმოება დღეს დაიწყო, რომლებიც გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება.  დილიდან [19 მარტი] უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- ამბობს გია ლომინაძე

კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ამ თემაზე, პირველი შეხვედრა, ეკონომიკის სამინისტროსა და სამკერვალო კომპანიებს შორის, 16 მარტს გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0