close
ემიგრანტისაქართველო

სამედიცინო აკადემიის სტუდენტი ნიუ იორკში – რომელიც, კულინარიაში ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

კულინარია მხოლოდ საჭმელების მომზადებას არ გულისხმობს. ის ნამდვილი ხელოვნებაა და თითოეული დეტალი მკაცრად უნდა შეირჩეს. როგორც მხატვარი არჩევს ფერებს, ისე ნამდვილმა კულინარმა უნდა შეარჩიოს კერძისთვის დეტალები. იმისათვის, რომ მოვამზადოთ გემრიელი კერძები, ყველა რომ აღვაფრთოვანოთ, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ წესები.

doctrina.ge მოყვარულ კულინარს ქეთევან ჩერქეზიშვილს ესაუბრა მის ჰობზე.

სამზარეულოს რა ასაკში დაუახლოვდით?

პირველ რიგში მოგესალმებით. სამზარეულოს ალბათ,  ბავშობიდან ვიცნობ კარგად. იმიტომ რომ ბებიები დედა, ყველა საუკეთესო დიასახლისი იყო.ჩვენს ოჯახში ხშირად იყო სტუმარი და სუფრა გაშლილი. დედას სასწაული ხელი ქონდა. ეს კი მე და ჩემს დასაც გამოგვყვა.სულ ვიყენებთ მისი კერძების და დესერტების რვეულებს,საკმაოდ მრავალფეროვან რეცეპტებს.

კულინარია თქვენთვია ჰობია თუ ამ მიმართულებით სწავლობთ სადმე? მომავალში რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

დიახ კულინარია ჩემი ჰობია მხოლოდ.არანაირი გეგმები არ მაქვს ამ კუთხით.პანდემიამ შემიწყო ხელი და სახლში ეხლა გამოვნახე დრო კეთების.რაღაც დროით მქონდა აქ ამერიკაში პატარა გეგმები და გარკვეული მასალა პროფესიონალურადაც შევისწავლე,ამაში რამოდენიმე ცნობილი შეფიც დამეხმარა.მათგან ახლაც კი ვიღებ ხოლმე კომპეტენტურ რჩევებს როცა მჭირდება. ვხელმძღვანელობ ცნობილი ფრანგი კონდიტერის წიგნითაც.. მაგრამ შემდეგ ბავშვი შემეძინა,დედა გავხდი, დაიწყო პანდემია და ეს გეგმაც წარსულს ჩაბარდა.პროფესიით სტომატოლოგი ვარ და სრულიად ამ კუთხით ვარ გადართული ახლაც

როგორც ვიცით კულინარიული კონკურსის ფინალიატო ხართ, რამდენად მნიშვნელოვანია კულინარისთვის მაგავსი კონკურსები ?

დიახ ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო კონკურსში 9000 მონაწილეთა შორის მეც ვიყავი და ხუთეულამდე მივაღწიე.შემდეგ გამოვეთიშე.ვერ ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია ძალიან, ან რაიმე ისეთი გავლენა მოახდინა მაგრამ ხანდახან კარგია, გაფხიზლებს.

 როგორც ვიცით ამერიკაში ცხოვრობთ, რამდენად ხშირად ამზადებთ ქართულ კერძებს და რომელ კერძს გამოარჩევენ თქვენი მეგობრები ?

დიახ ამერიკაში ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად.აქ ვსწავლობდი სამედიცინო აკადემიაში ნიუ იორკში მანჰეტენზე. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ კვების ობიექტში.როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ცხოვრობს აქ,ისეთი დატვირთული გრაფიკით.ამასთან ერთად ამ სამსახურში წინსვლისთვის და აქაური FDA-ს კანონების მიხედვით აუცილებელი იყო მქონოდა სურსათის უვნებლობის ადმინისტრაციის დიპლომი-ლიცენზია. ქართული კერძებიდან ალბათ ყველაფერი უყვართ ჩემს მეგობრებს მე რასაც ვამზადებ.გამოვარჩევდი კახური მწვადი და ჩაქაფული.

ფიქრობთ თუ არა ამერიკაში ქართული სამზარეულოს “ კუთხის “ გახსნას ? ან რა გეგმები გაქვთ მომავალში

არა ამ კუთხით არანაირი გეგმები არ მაქვს, სრულიად ვარ გადართული ჩემს პროფესიაზე,ახლა მხოლოდ ამის მიხედვით ვაწყობ გეგმებს.ამაში აქტიურად მეხმარებიან მამა და მეუღლე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0