close
ფსიქოლოგია

 როგორ   შევაყვაროთ  მოზარდს  წიგნის კითხვა? – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის 

მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

 როგორ   შევაყვაროთ  მოზარდს  წიგნის კითხვა?

უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ იძულება შედეგს ვერ მოიტანს. უფრო სწორედ მოიტანს – უკუშედეგს. ბავშვს კითხვა შესძულდება. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიოთ, ამის ბუნებრივი სიტუაცია უნდა იყოს შექმნილი. როდესაც ბავშვი უბრალოდ წიგნებითაა გარემოცული, პირველი რეაქცია ამ „უცნაური“ ნივთებით დაინტერესება იქნება. თუკი ბავშვი ხედავს, როგორ კითხულობენ მშობლები და ისმენს, თუ როგორ საუბრობენ ისინი ერთმანეთთან ან მეგობრებთან წაკითხული წიგნების შესახებ, ესეც ბუნებრივი ინტერესის გამომწვევი იქნება. ბავშვს ხომ ყველაფერი აინტერესებს და ის ყველაფერს აკვირდება და უსმენს. რა თქმა უნდა, საუკეთესოა თავად  ბავშვთან რაღაც წაკითხული წიგნის შესახებ საუბარი, მისი, ასე ვთქვათ „ჩათრევა“ საინტერესო სიუჟეტსა და პერსონაჟების საოცარ სამყაროში.  მსოფლიოში მრავლად არის იმგვარად მოწყობილი ბიბლიოთეკები და წიგნების მაღაზიები, სადაც მშობლებსა და ბავშვებს მთელი დღის გატარება შეუძლიათ. ამგვარ სივრცეში მოხვედრა და წიგნების ჯადოსნურ სამყაროში, მომნუსხველ ველში ყოფნაც კი უკვე სრულიად სხვა განწყობას შეუქმნის ბავშვს წიგნების მიმართ.

როგორ შეიძლება 9 წლის ბავშვისთვის, კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნაკლებად სტრესული იყოს?

აქ ბევრი რამ მშობლებსა და ოჯახზეა დამოკიდებული. თუკი ბავშვი მშობლებთან, საკუთარ სახლში კომფორტულად გრძნობს თავს, თუკი იქ კონტაქტი და სითბოა, თუკი მისთვის იქ მხარდამჭერი სივრცეა და მშობლები მას ამ უსიამოვნო შეზღუდვებში ახალ შესაძლებლობებს დაანახებენ, როგორიცაა ერთად ყოფნა, რაღაც საქმეების ერთობლივად კეთება, სტრესი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

სტატია მოამზადა :  სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response