close

 

პროექტი ჩართე-,,დაუფინანსე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს”

ჩართე საქართველოში ინოვაციური პროექტია, რომელიც არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურება. სხვა ძირითადი უფლებების გარდა ინტერნეტი ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ინტერნეტს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, ჩვენს ცხოვრებასა და განვითარებაზე, რის გარეშეც დღევანდელ პირობებში შესაფერისი განათლების მიღება საკმაოდ რთულია.

დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას. ხშირად კი გეოგრაფიული გარემო, ფინანსური მხარე თუ სივრცე არ აძლევს ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას, დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თვიგამოხატვასა და თვითგანვითარებას.

სწორედ ინტერნეტის წვდომის ქსელის გასაფართოვებლად შეიქმა ონლაინ პლათფორმა ,,ჩართე”. ამ პროექტის საშუალებით თუნდაც ერთ ლარად და სულ რამდენიმე წუთში შეგვიძლია დავუფინანსოთ ინერნეტის გადასახადი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. პროექტში ჩართულები არიან კერძო დონორები და  კომპანიები იმისთვის, რომ ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მსოფლიო დონის განათლება.

მას ვინც გადაწყვეტს პროექტში ჩართვას შეუძლია თავად აირჩიოს თანხის რაოდენობა, შეუძლია გაეცნოს ყველა მოსწავლის ისტორიას და თავად გადაწყვიტოს ვისი დახმარება სურს, სურს ინტერნეტის ჩართვა თუ ლეპტოპის ჩუქება, ასევე შეუძლია იცოდეს თანხის რა ნაწილი დაეთმობა მოსწავლეს და რა ნაწილი – ადმინისტრაციულ ხარჯებს. დონორი იღებს 100%-ით გამჭვირვალე ინფორმაციას თუ როგორ იხარჯება მის მიერ გაღებული თანხა.

პროექტს უკვე ჰყავს 300-ზე მეტი ბენეფიციარი, ინტერნეტით სარგებლობა უკვე შეუძლია დევნილთა რამდენიმე დასახლებას, კონფლიქტისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რაიონებს, პროექტში ჩართულია 917 მოსწავლე და 1976 დონორი. პროექტის ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia.

როგორც ჩანს ცოდნის დონორობა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი.

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0