close
მედიცინასაქართველო

რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ – ჩხაიძე

ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ მაისში გადადგა. ისინი ემზადებოდნენ სწავლის დაწყებისთვის, რათა მათ ბავშვებთან ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული ინფიცირების რისკი. აშშ „ფაიზერის“ ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგებს უკვე აგზავნის და ამ კვლევებში წერია, რომ 5-12 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა. აშშ მალე შეიტანს განაცხადს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის თანხმობაზე. ისინი ელოდებიან, რომ ეს თანხმობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. წლის ბოლომდე ამ ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული იქნება ვაქცინაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება განხილული ეს საკითხები. ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით“. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები. მეორე ვერსიაა, რომ ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, 12-15 წლის ყველა ბავშვს შევთავაზოთ ვაქცინაცია. ან ერთი, ან მეორე სცენარის მიღების შემთხვევაში, უკვე ძალიან მალე, ალბათ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, რომ 12 წლის ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება შესაძლებელია“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response