close
ბიოლოგიადედამიწა

პირველი მრავალუჯრედანი ორგანიზმი დედამიწაზე

მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ თუ როგორ გამოიყურებოდა პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი დედამიწაზე. ახლა მკვლევრები პასუხს მიუახლოვდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ღრუბლები (Porifera) ამ მხრივ პირველობის კანდიდატები არიან. ეს მათი პრიმიტიული ანატომიისა და მარტივი ნერვული სისტემის გამო. თუმცა, ახლა მათ კონკურენტები გამოუჩნდნენ.

ახალი მონაცემებით, ეს სავარცხლურა მედუზაა (ქტენოფორები), რომლებიც, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, თანამედროვე მედუზების ძალიან შორეული ნათესავები არიან. საინტერესოა, რომ ამ მედუზებს უფრო კომპლექსური ნერვული სტრუქტურა ჰქონდათ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ევოლუცია მხოლოდ პირდაპირ კომპლექსურობისკენ არ მიემართება.

„ყველა ცხოველის საერთო წინაპარი, ალბათ, 600 ან 700 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ძნელია იმის ცოდნა, ზუსტად როგორები იყვნენ ისინი, რადგან მათ რბილი სხეული გააჩნდათ. შესაბამისად, არ დატოვეს პირდაპირი ნამარხები. თუმცა, ჩვენ ეს დღევანდელი ცხოველების შედარებით შეგვიძლია გავიგოთ”, -განმარტავს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი და კვლევის ავტორი დანიელ როხსარი.

წინა ანალიზმა, რომელიც მხოლოდ გენის თანმიმდევრობებზე იყო ფოკუსირებული, მიიღო ურთიერთგამომრიცხავი შედეგები. ზოგიერთი თანმიმდევრობით ეს ხსენებული ღრუბლები იყვნენ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში კვლევის შედეგები სავარცხლურა მედუზებზე შეჩერდა.

საბოლოოდ კვლევამ აშკარა მახასიათებელი გამოკვეთა. აღმოჩნდა, რომ ღრუბლებსა და უფრო თანამედროვე ცხოველებს ერთნაირი თვისებები ქრომოსომის იშვიათი ტიპის შერწყმისგან მოსდგამთ. იგივე არ დაფიქსირდა სავარცხლურა მედუზების შემთხვევაში. ისინი უფრო სხვა ერთუჯრედიან არსებებთან მსგავსებაში არიან.

„ეს გადამწყვეტი იყო. ჩვენ მივაგენით რამდენიმე გადაწყობას, რომელსაც იზიარებენ ღრუბლები და არა შესაბამისი ცხოველები. ამის საპირისპიროდ, კტენოფორები განსხვავდებიან. უმარტივესი ახსნა ისაა, რომ სავარცხლურები გადალაგების დაწყებამდე განშტოვდნენ”, – ამბობენ მკვლევრები.

ეს ნიშნავს, რომ პირველად სავარცხურა მედუზა ჩამოყალიბდა და უკვე მას მოჰყვა ღრუბლები. შემდეგ ამ ღრუბლებმა გადასცეს თავიანთი ახალი შერეული ქრომოსომის განლაგება შთამომავალ ცხოველებს.

ახალი ტექნიკა, რომელიც გუნდმა შეიმუშავა ამ აღმოჩენისთვის, ევოლუციის სხვა საიდუმლოებების ამოხსნაშიც დაგვეხმარება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0