close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასაში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი იქ ბაზის შექმნას შეუწყობს ხელს

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი წყალი ნასას დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაგეგმილი მისიების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვინაიდან ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ორგანიზაციამ მთვარეზე ბაზა შექმნას.

მთვარეზე წყლის აღმოჩენის უკანასკნელი ფაქტი იმითაა უნიკალური, რომ განსხვავებით წინა აღმოჩენებისგან, როდესაც წყალს მთვარის მუდმივად ბნელ ნაწილში აფიქსირებდნენ, ამ შემთხვევაში წყლის მოლეკულები მთვარის ზედაპირის განათებულ ნაწილში აღმოაჩინეს.

„ის, თუ სად უნდა განთავსდეს მთვარის ბაზა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის მასზე წყალი,“- განაცხადა მილტონ კეინსის ღია უნივერსიტეტის პლანეტების პროფესორმა ჰანა სარჯენთმა.

აღსანიშნავია, რომ ნასა მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წელს აპირებს. მისიის მიზანი მომავალი, უფრო დიდი მისიისთვის მომზადებაა, რომელიც 2030 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ნასა-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წლის წინ მთვარეზე დაფიქსირებული ქიმიური ნიშანი ერთმნიშვნელოვნად H2O-ია. მონაცემების შეგროვება ინფრაწითელი ატმოსფეროს სტრატოსფერული ობსერვატორიის (SOFIA) გამოყენებით განხორციელდა.

bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response