close
საქართველო

ნამოხვან ჰესის ხელშეკრულების პრობლემური საკითხები

რატომ არა ნამოხვან ჰესს?

ხელშეკრულების პრობლემური საკითხები:

  • კომპანია ,,ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესახებ ცნობილი არა 2019 წელს გახდა, როდესაც ხელშეკრულება დაიდო, არამედ ორი წლის შემდეგ;
  • ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ,,ენკას” შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მიწის ნაკვეთები რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის ტერიტორიაზე მაშინაც კი, როდესაც მიწა ეკუთვნის კერძო პირს და სულ რაღაც 1 ლარად. კომპანია არ არის ვალდებული ახსნას თუ რატომ არის საჭირო მიწის ნაკვეთი;
  • კომპანიას შეუძლია მისთვის გადაცემულ მიწაზე საჭირო წიაღისეული მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე;
  • კომპანიას შეუძლია ჰესიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენოს როგორც რიონი და მისი შენაკადები, ასევე ცხენისწყალის რესურსი. სახელმწიფო კი ვალდებულია აღნიშნული რესურსის მიწოდება თავად უზრუნველყოს ლაჯანურის გვირაბის გავლით, რომელიც ეკუთვნის კერძო კომპანიას;
  • კომპანია ,,ენკამ” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, 15 წლის შემდეგ გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა გაიტანოს ექსპორტზე. შესაბამისად, ნამოხვანჰესის ელექტროენერგია შესაძლოა ვერ მოემსახუროს საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდას;

ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემები:

  • თუკი ხელშეკრულება წყდება კომპანიის ბრალეულობით, ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას იღებს სახელმწიფო;
  • თუკი ხელშეკრულება წყდება საქართველოს ან კომპანია ,,ენკას” მიზეზით, სესხის თანხას ანაზღაურებს ქართული მხარე. საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, თუკი კომპანია დაარღვევს ვალდებულებებს, ის არ ანაზღაურებს ზარალს, არამედ სახელმწიფო უნაზღაურებს დანაკარგს;

მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებული პრობლემები:

  • მეცნიერულ დასკვნამდე და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიას უკვე ჰქონდა ნებართვა გზის გადატანასთან დაკავშირებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნებოდა მეცნიერული დასკვნა ჰესის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესაბამისობასთან დაკავშირებით;
  • ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სრული გამოთიშვა ხელშეკრულების დადებისა თუ მშენებლობის პროცესიდან, რადგან მნიშვნელოვანია კომპანია და ხელისუფლება ესაუბროს არა მხოლოდ ნამოხვანის მოქალაქეებს, არამედ ყველას, ვისაც შესაძლოა შეეხოს ჰესის აშენების პროცესი ან შემდგომი პერიოდი. მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული რისკებსა და ცვლილებებზე;
  • მთავრობის უკანასკნელი განცხადებიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს ევალება ,,ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აქვს უკვე დასკვნა დაწერილი 2019 წელს, თუმცა ის საჯარო არ არის;

ეკოლოგიური პრობლემები:

  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კლიმატის სავარაუდო ცვლილება იქნება, რაც გავლენას მოახდენს მიკროზონის უნიკალური ყურძნისა და ღვინის ხარისხზე;
  • ნამოხვანჰესის მშენებლობამ შესაძლოა იმოქმედოს ტენისა და ტემპერატურის რეჟიმზე. აღნიშნულ საკითხებზე საფუძვლიანი კვლევის პასუხები არ არსებობს;

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0