close
მსოფლიო

მსოფლიო მასშტაბური შიმშილის წინაშე დადგება – გაერო მოსალოდნელ შედეგბზე საუბრობს

მსოფლიო მასშტაბური შიმშილის წინაშე დადგება, თუ სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება, – განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ.

დევიდ ბიზლის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის პირობებში, შიმშილი ოცდაათზე მეტ ქვეყანას შეიძლება მოედოს. მისი განმარტებით, კონფლიქტებმა, ეკონომიკურმა რეცესიამ და ნავთობის ფასების მკვეთრმა დაცემამ შესაძლოა სურსათის მასშტაბური დეფიციტი გამოიწვიოს.

„მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიას ვებრძვით, ასევე შიმშილის პანდემიის ზღვარზე ვართ. რეალური საფრთხე არსებობს, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს შესაძლოა უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვეს, ვიდრე თავად ვირუსს. არა მხოლოდ გლობალური პანდემიის, არამედ ასევე გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ არ მოვემზადებით და ახლავე არ ვიმოქმედებთ, შესაძლოა რამდენიმე თვეში ბიბლიური მასშტაბის შიმშილის წინაშე დავდგეთ“, – განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მსოფლიო სასურსათო პროგრამის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი შიმშილის პირობებში იცხოვრებს.

წყარო : megatv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0